LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„18-წლიანი ციხე ემუქრებოდა და საქართველოში უკანონოდ შემოსვლას ცდილობს, ამხელა რისკზე როგორ შეიძლება წავიდეს, თუ დავალების შესასრულებლად არ შემოდის?“ – კობახიძე გივი თარგამაძის საქმეზე დაკავებულზე

136
ირაკლი კობახიძე

პროკურატურის მიერ დღეს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, გივი თარგამაძეზე თვალთვალი, თარგამაძის მკვლელობის მცდელობის საქმეზე დაკავებულ დარჩო ხეჩუაშვილს მიხეილ სააკაშვილმა დაავალა, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ეხმაურება.

„სააკაშვილმა თქვა, რომ არ ენდობოდა გივი თარგამაძეს…“ – პროკურატურა ხეჩუაშვილის ჩვენების დეტალებზე საუბრობს და აცხადებს, რომ თარგამაძის კონტროლისა და თვალთვალის დავალება სააკაშვილმა გასცა

ირაკლი კობახიძის განცხადებით, აღნიშნულ საქმეს დამატებით გამოძიება და დიდი სიფრთხილე სჭირდება. მისივე თქმით, სახელმწიფოს მაქსიმალური სიფრთხილე სჭირდება, რათა საარჩევნო პროცესი პროვოკაციების გარეშე წარიმართოს.

„დეტალები საინტერესოა, ეს უმძიმესი პროვოკაცია უშუალო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე მოხდა, რა თქმა უნდა, საინტერესო დეტალია. მართალია, ეს ადამიანი ბოლომდე ბრალს არ აღიარებს, მაგრამ პირდაპირ ხელს „ნაცმოძრაობასთან“ დაკავშირებულ პირებს, მათ შორის, უკრაინის ხელისუფლების ერთ-ერთ მაღალჩინოსანს ადებს. რა თქმა უნდა, ამას სჭირდება დამატებით გამოძიება და დიდი სიფრთხილე, წარმოიდგინეთ ადამიანს პირდაპირ ემუქრებოდა 18-წლიანი ციხე და ასეთ დროს ის ე.წ. მწვანე საზღვარს კვეთს და ცდილობს საქართველოში შემოვიდეს უკანონოდ. ამხელა რისკზე როგორ შეიძლება წავიდეს ადამიანი, თუ ის საქართველოში მორიგი დავალების შესასრულებლად არ შემოდის? ეს არის ვარაუდი, რომელიც შეიძლება გამოითქვას, თუმცა დანარჩენს გამოძიება დაადგენს.

მაგრამ ეს ფაქტი მიანიშნებს იმაზე, რომ ჩვენ მაქსიმალური სიფრთხილე გვჭირდება, საარჩევნო პროცესი წარიმართება მშვიდ გარემოში, უპრეცედენტოდ მშვიდ გარემოში, არჩევებამდე 2 კვირაა დარჩენილი, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ საარჩევნო პროცესი ასე მშვიდად მივიყვანოთ ბოლოში. ამისათვის გვჭირდება მძიმე პროვოკაციების პრევენცია, რომელზეც გრძელდება საუბარი კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ პარტიულ ოფისებში. სახელმწიფო იქნება მაქსიმალურად კონცენტრირებული, რათა არა მძიმე არამედ ვერცერთი პროვოკაცია ვერ მოაწყონ ამ ორი კვირის განმავლობაში“,- თქვა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები