LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

18 წლის გიორგის დასახმარებლად 280 000 ლარი შეგროვდა – „სიგიჟემდე მიყვარხართ! თანხა გადარიცხულია“

288
ნანუკა ჟორჟოლიანი

18 წლის გიორგისთვის, რომელიც პარალიზებულია, გადაცემა „სხვა ნანუკას“ საქველმოქმედო მარათონის შედეგად 280 ათასი ლარი შეგროვდა.

„გიორგისთვის 232 436 ლარი შეგროვდა! მისი გამზრდელი ბებო სისუსტისგან ძლივს დადის, სულ ტირის, რომ შემოვიდა, მეგრულად შემოსძახა, ხელცარიელი როგორ მოვედითო, გადაცემა რომ დამთავრდა, სამზარეულოში ნამცხვრები, შოკოლადები და წვენები დამხვდა“ – რას ჰყვება ნანუკა ჟორჟოლიანი

მარათონის შედეგად შეგროვებული თანხის შესახებ განახლებულ მონაცემებზე ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ თანხა უკვე გადარიცხულია:

„ვახ! თანხა ავიდა 280 ათას ლარზე. 280! სიგიჟემდე მიყვარხართ! სქრინები კომენტარებშია. თანხა გადარიცხულია“, – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში.

ვააახ❤️❤️❤️ თანხა ავიდა 280 ათას ლარზე . 280!!! ❤️❤️ სიგიჟემდე მიყვარხართ!! სქრინები კომენტარებშია. თანხა გადარიცხულია.

Posted by Nanuka Zhorzholiani on ხუთშაბათი, 03 ოქტომბერი, 2024

ცნობისათვის, გიორგი, რომელიც უბედური შემთხვევის შედეგად პარალიზებულია, თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g