LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

18 წლის ჯორჯინა კალანდერი – მანჩესტერის ტერაქტის პირველი მსხვერპლი

207

გოგონა, რომელსაც მანჩესტერში მომხდარი ტერაქტის პირველ მსხვერპლად მოიხსენიებენ, არიანა გრანდეს დიდი გულშემატკივარი იყო.

18 წლის ჯორჯინა კალანდერი აფეთქების შემდეგ, საავადმყოფოში გარდაიცვალა. კონცერტამდე ერთი დღით ადრე მან საყვარელ მომღერალს „ტვიტერის“ საშუალებით შეტყობინება გაუგზავნა: „ერთი სული მაქვს, ხვალ როდის გნახავ“. შეტყობინებას თან ერთვოდა ორი წლის წინ, იმავე სტადიონზე გამართული კონცერტის შემდეგ კულისებში გადაღებული ფოტო.

”ის ისეთი საყვარელი და ლამაზი იყო, ძალიან მაგრად ჩავეხუტე და მან მითხრა, რომ ჩემი ბრეკეტები მოეწონა. ეს არასდროს დამავიწყდება“,  – ვკითხულობ ფოტოს აღწერაში.

წლების განმავლობაში ჯორჯინა არიანას გულშემატკივარი იყო, რასაც მისი „ტვიტებიც” მოწმობს:

„6 წლიანი ლოდინის შემდეგ, საბოლოოდ შევხვდები და ვნახავ ჩემს სიყვარულს. ახლა ისეთი ბედნიერი ვარ, ვემზადები ჩემს სიცოცხლეში საუკეთესო კონცერტისთვის”.

„ანგელოზის ხმა აქვს”,  – ვკითხულობთ ჯორჯინას ორი წლის წინანდელ „ტვიტებში”.

გოგონას გარდაცვალებას გამოეხმაურა მსახიობი შონ მაგუაირი, რომელმაც სოციალური ქსელის საშუალებით გამოთქვა მწუხარება მომხდარის გამო და პატივი მიაგო ”ახალგაზრდა და საყვარელ” თინეიჯერ გოგონას ხსოვნას.

”აპრილში შევხვდი ამ გოგოს, ის გუშინ ღამით, მანჩესტერში მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაიცვალა. ჩემი სიყვარული მას და ყველა დაღუპულის ოჯახის წევრებს” – წერს მსახიობი.

ჯორჯინა პირველი იყო იმ 22 მსხვერპლთაგან, რომელიც 22 მაისს მანჩესტერში მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g