LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

18 წლის წინ ამ ადგილზე ცოლ-ქმარმა ხეების დარგვა დაიწყო – ნახეთ რა ხდება ახლა [ფოტო]

7921
simwvane

2001 წელს ბრაზილიელმა ფოტოგრაფმა სებასტიან სალგადომ და მისმა ცოლმა ლელიამ, მეგობრებთან ერთად, თავიანთ 600 ჰა მიწაზე ნერგების დარგვა დაიწყეს. მათ საერთო ჯამში 2 მილიონზე მეტი ნერგი დარგეს.

ადგილი, რომელიც ბრაზილიის შტატ მინას–ჟერაისში მდებარეობს, სრულიად გაუდაბნოებული იყო. 18 წლის განმავლობაში კი მშვენიერი ტყე გაშენდა.

ახლა ადგილზე 293 ჯიშის მცენარე, 172 სახეობის ფრინველი და 33 ჯიშის ცხოველი ბინადრობს, რომელთაგანაც ზოგი გადაშენების პირას იყო. აღსანიშნავია, რომ ამ არეალში წყლის რესურსებიც აღდგა.

ამ ადგილის before&after სურათებს და ინფორმაციას მისი გაშენების შესახებ გვერდი Avantgardens ავრცელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g