19-20 ივნისს ბათუმი(ანგისა)-ახალციხის გზის 88-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა რამდენიმე საათით შეიზღუდება.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა)- ახალციხის საავტომობილო გზის 88-ე კმ-ზე (პაქსაძეები-კორტოხის მონაკვეთი), საავტომობილო მოძრაობის შეზღუდვა მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს უკავშირდება.
დეპარტამენტის ცნობით, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა 19 ივნისის 23:00 სთ-დან 20 ივნისის 07:00 სთ-მდე შეიზღუდება.