19 ივლისს “თიბისი სტატუსისა” და “ისთერნ ფრომოუშენსის” ორგანიზებით, “ბლექ სი არენაზე” ბათუმის ჯაზფესტივალი გაიხსნება.
როკმუსიკის მოყვარულთათვის განსაკუთრებული სიურპრიზი აქვთ მომზადებული ჯაზფესტივალის ორგანიზატორებს. ღონისძიების გახსნაზე მსმენელის წინაშე ლეგენდარული მუსიკოსი, “ლედ ზეპელინის” ფრონტმენი, რობერტ პლანტი წარდგება.
პლანტი საქართველოში თავის ჯგუფთან ერთად ჩამოვა.
წელს ბათუმის ჯაზფესტივალი 19-დან 22 ივლისამდე გაიმართება. კონცერტების ნაწილი კვლავ ბათუმის ჩოგბურთის კორტებზე ჩატარდება.
საინტერესოა, რომ პლანტი პოსტსაბჭოთა სივრცეში აქამდე ნამყოფი არ არის და პირველ კონცერტს საქართველოში გამართავს.