LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

19-წლამდელები ესპანეთში მიდიან, სადაც მონსტრები ელოდებიან

18

შაბათს, 19 მარტს საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ესპანეთში გაემგზავრება, სადაც 24-29 მარტს, სევილიაში, ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის მატჩები გაიმართება. ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელად, გიორგი ყიფიანის შეგირდებს მასპინძელი ესპანეთის, ინგლისისა და საბერძნეთის ნაკრებთა წინააღმდეგობის დაძლევა მოუწევთ, რაც ურთულესი ამოცანაა.

19-წლამდელებმა ელიტრაუნდისთვის მზადება იანვარში დაიწყეს და ბულგარეთთან თბილისში ორი საკონტროლო მატჩი გამართეს – პირველი სპარინგი 0:0 დასრულდა, მეორეში კი ქართველებმა 2:0 მოიგეს.

თებერვალში ყიფიანმა გუნდი ჩერნოგორიაში წაიყვანა, სადაც იქაურ 19-წლამდელებთან ასევე ორჯერ ითამაშა – ჩვენმა გუნდმა პირველი მატჩი 0:2 წააგო, ხოლო მეორეში ანალოგიური ანგარიშით გაიმარჯვა.

“18 მარტს შევიკრიბებით და მაშინვე ესპანეთში გავემგზავრებით, რადგან ამ დღეს ჩემპიონატის ტურია და საქართველოში შეკრების მოწყობას ვერ ვახერხებთ.
ელიტრაუნდის მატჩები 24, 26 და 29 მარტს გაიმართება. ასე რომ, მოსამზადებლად თითებზე ჩამოსათვლელი დღეები გვაქვს დარჩენილი. ჩვენ ქალაქ უელვაში ვივარჯიშებთ, პირველი მატჩი კი ესპანეთში ჩასვლიდან
5 დღეში გვიწევს.
ცხადია, ეს არ არის საკმარისი დრო, მაგრამ უნდა ვეცადოთ, რაც შეიძლება ნაყოფიერად გამოვიყენოთ, გუნდი შევათამაშოთ და მაქსიმალურად საუკეთესო თამაში ვაჩვენოთ”, – ამბობს ყიფიანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები