LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2-3 წელიწადში ადრეული გაფრთხილების გამართული სისტემა გვექნება – ლევან დავითაშვილი

62

“2-3 წელიწადში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ადრეული გაფრთხილების გამართული სისტემა გვექნება,” – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

მინისტრი პრემიერმინისტრთან, მამუკა ბახტაძესთან ერთად, სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონში, სტიქიის ზონაში იმყოფება.

„მნიშვნელოვანია, რომ ისეთ მდინარეებზე, როგორიც არის ნენსკრა, გვქონდეს ადრეული გაფრთხილების გამართული სისტემა, რაზეც უკვე აქტიურად მუშაობს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახური. აღნიშნული სისტემებით მივიღებთ ინფორმაციას, რომელიც პრევენციის ღონისძიებებისთვის აუცილებელია,“ – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

სტიქიის ზონაში იმყოფებიან და სპეციალისტებთან ერთად, მდინარე ნენსკრაზე მომხდარი სტიქიური მოვლენების შედეგებს ადგილზე ეცნობიან საქართველოს პრემიერმინისტრი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

სოფელ ჭუბერში მობილიზებული არიან გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები, სახანძრო-სამაშველო და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები