LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2 დღის წინ აბაშაში დაკარგული მამაკაცი სენაკში, ნასვამ მდგომარეობაში იპოვეს

69
Untitled design (4)

აბაშაში დაკარგული მამაკაცი, ორდღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ, სენაკში დღეს იპოვეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი აბაშაში თხილის საკრეფად იყო წასული და აღარ გამოჩნდა.

მას ეძებდა როგორც პოლიციის, ასევე საგანგებო სიტუაციების სამსახურის ჯგუფები.

როგორც “ფორტუნას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მამაკაცი იპოვეს და ის ჯანმრთელი და უვნებელია. 

რუსთავი 2-ის ინფორმაციით კი ახალგაზრდა მამაკაცი სენაკში, ახლობელთან ნასვამ მდგომარეობაში იპოვეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები