კორონავირუსის შედეგად გარდაცვალების შემთხვევებმა მსოფლიოს მასშტაბით 2 მილიონს გადააჭარბა.
ვითარება უკიდურესად გართულდა ბრაზილიაში. ამაზონის შტატში სამედიცინო დაწესებულებებში ჟანგბადის მარაგის დეფიციტია. შტატის მასშტაბით გამოცხადდა ე.წ. კომენდანტის საათი. ბრაზილია დახმარებას შეერთებულ შტატებს სთხოვს.
სტატისტიკის მატების გამო სამხრეთ ამერიკის ქვეყნებთან, მათ შორის ბრაზილიასთან მოგზაურობა შეაჩერა დიდმა ბრიტანეთმა.
გასულ დღე-ღამეში კოვიდინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა შვედეთში. ნებაყოფლობითი ვაქცინაცია გრძელდება ისრაელში. ქვეყანაში აცრილთა რიცხვმა 2 მილიონს მიაღწია.
პანდემიის გამო დაზარალებული ეკონომიკის დასახმარებლად კი, შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა 2 ტრილიონ დოლარამდე მოცულობის სტიმულირების გეგმა წარადგინა.