LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„2 საათი მხოლოდ იწვა და თვალები ჰქონდა დახუჭული – ძალიან გამხდარია, უფრო მეტად თუ შეიძლება ადამიანის გახდომა, მე ვერ წარმომიდგენია“ – მეუფე ნიკოლოზმა სააკაშვილი მოინახულა

172
მეუფე ნიკოლოზი

„იმას თუ არ ჩავთვლით, რომ ერთ სიტყვას ეტყვი და ამაზე გიპასუხებს, პრაქტიკულად სხვას ვერაფერს ამბობს.. არაერთხელ გამოვხატე ჩემი პირადი სურვილი, რომ მან მკურნალობა აუცილებლად უცხოეთში უნდა გააგრძელოს, ჩემი ლოცვაც ამაში მდგომარეობს“, – ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა კლინიკა „ვივამედთან“ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა.

როგორც მეუფემ ჟურნალისტებს უთხრა, მიხეილ სააკაშვილი ძალიან გამხდარია და მისი მკურნალობა უცხოეთში უნდა გაგრძელდეს.

“მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას, დაიცავით სააკაშვილის სიცოცხლე…ძალიან გთხოვთ, გადაიყვანეთ სააკაშვილი თუნდაც უკრაინაში, ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში, ამერიკაში” – ზელენსკი

„შვიდგზის ზეთისცხების საიდუმლო ჯანმრთელობისთვისაც არის და მივიწყებული ცოდვების მოსანანიებლადაც, ამიტომ ზეთი მთელ სხეულზე წავუსვი.

მთელი ამ საიდუმლოების დროს იწვა და თვალები ჰქონდა დახუჭული, რა უნდა გითხრათ, ვერაფერს გეტყვით. ძალიან გამხდარია, უფრო მეტად თუ შეიძლება ადამიანის გახდომა, მე ვერ წარმომიდგენია.

სულ ვამბობ, რომ ყველა შესვლაზე უარესად მხვდება, მაგრამ დღეს რა გითხრათ, 2 საათი იწვა და მგონია, რომ შეუძლებელია ამ დროის განმავლობაში ადამიანი კონტაქტური იყოს, როცა მისთვის ასეთ ძლიერ ლოცვებს კითხულობენ.“ – თქვა მეუფე ნიკოლოზმა.

„სიტუაციის ხელოვნურად დამძიმებას და სასამართლო განხილვების წინ დაძაბული ფონის შექმნას ცდილობენ“ – პენიტენციური სამსახური სააკაშვილის მოწმავლაზე

მდინარაძე: სააკაშვილის გამოგზავნა საქართველოში იყო სპეცოპერაცია, დღეს სპეცოპერაციის ავტორებმა, მისი შემსრულებლის სასარგებლოდ უზრუნველყვეს უკრაინის პრეზიდენტის განცხადება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g