LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2 თვეში საქართველოდან ექსპორტზე 10,8 მლნ ბოთლი ღვინო გავიდა

101

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ღვინის ექსპორტის ზრდა, იანვრის თვის მონაცემების ანალოგიურად, შენარჩუნებულია თებერვლის თვის მდგომარეობითაც. სააგენტოს მონაცემებით, 2018 წლის იანვარ-თებერვალში, საქართველოდან, მსოფლიოს 38 ქვეყანაში 10,8 მლნ ბოთლი ღვინის (0,75 ლ) ექსპორტი განხორციელდა, რაც 23%-ით აღემატება 2017 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს.

სულ ექსპორტირებულია 24,3 მლნ-მდე აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, ზრდამ გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 18% შეადგინა.

ექსპორტის მატება აღსანიშნავია შემდეგ ქვეყნებში: იაპონია – 213% (44292), დიდი ბრიტანეთი – 137% (36108), ესტონეთი – 75% ( 88326), ისრაელი – 58% (31272), ლატვია – 43% (262110), პოლონეთი – 41% (441202), ნიდერლანდები – 32% (13491), რუსეთი – 30% (7425286), ყაზახეთი – 29% (501282), გერმანია – 27% (109834), უკრაინა – 13%(972976), საფრანგეთი – 9%, (14036) და სხვა.

ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეულია: რუსეთი (7 425 286), უკრაინა (972 976), ჩინეთი (559 168), ყაზახეთი (501 282) და პოლონეთი (441 202). საანგარიშო პერიოდში სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი 109 კომპანიამ განახორციელა.

ამასთან, იანვარ-თებერვალში ექსპორტირებულია 2,2 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი და 29,8 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები