LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”2 წლის გოგონა წამებში გადამირჩინეს” – მეზღვაური მამა საპატრულო პოლიციას მადლობას უხდის

1520
ბალგი

”საკუთარ დაბადების დღეზე ტემპერატურამ აუწია და გონება დაკარგა. 2 წლის გოგონა წამებში გადამირჩინეს” –  მეზღვაური მამა საპატრულო ეკიპაჟს და ბათუმის ბავშვთა საავადმყოფოს გაწეული დახმარებისთვის მადლობას უხდის.

დეტალების დასაზუსტებლად ”ფორტუნა” თენგიზ მიქელაძეს დაუკავშირდა.

”ჩემი გოგონა აქტიურია და ძალიან უყვარს ცეკვა-თამაში. მაღალი ტრმპერატურის გამო, ფებრიული გულყრა ჰქონდა. ცუდად რომ გახდა, სასწრაფოდ საავადმყოფოში წავიყვანე. შემდეგ შევამჩნიე, რომ მდგომარეობა დამძიმდა.

ავტომობილის მართვა ვეღარ შევძელი. ვცდილობდით დავხმარებოდით, მაგრამ არაფერი გამოდიოდა. გზაში საპატრულო პოლიციის ავტომობილი დავინახე და დახმარება ვთხოვე”. – ამბობს მიქელაძე ჩვენთან საუბარში.

როგორც აღმოჩნდა, ეკიპაჟის მიერ გაწეული დროული დახმარება პატარას სიცოცხლისთვის გადამწყვეტი აღმოჩნდა.

”თანამშრომლებმა ბავშვი თავიანთ სამსახურებრივ ავტომობილში ჩასვეს. კლინიკაში მალევე აღმოვჩნდით. წამებში გონზე მოიყვანეს. მადლობელი ვარ საპატრულო ეკიპაჟის და ბათუმის ბავშვთა საავადმყოფოსი, რადგან ჩემი პრინცესა გადამირჩინეს”. – აღნიშნა თენგიზ მიქელაძემ.

mazda magti 5g