LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში, ბავშვთა საავადმყოფოს ერთ-ერთ პალატაში ჭერი ჩამოიშალა

77
BeFunky-collage (12)

ბათუმის ბავშვთა საავადმყოფოს ერთ-ერთ პალატაში ჭერი ჩამოიშალა. ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა.

“ფორტუნა” იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალს დაუკავშირდა, სადაც მომხდარი ფაქტი დაგვიდასტურეს. კლინიკის დირექტორის, თამარ ბახტაძის განცხადებით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

“შეკიდული ჭერი რომ არის, ის ჩამოიშალა ერთ პალატაში. შემთხვევის დროს პალატაში ოთხი ბავშვი იყო.

მომხდარის შედეგად არავინ არ დაზიანებულა,” – განუცხადეს “ფორტუნას” პრესცენტრში.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები