ბათუმში, ბავშვთა საავადმყოფოში 12 წლის ბიჭის გარდაცვალების ფაქტზე, გამოძიება დაიწყო.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის” 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
არსებული ინფორმაციით, მოზარდი, რომელიც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტიდან იყო, ფეხბურთის თამაშის დროს დაშავდა, იგი ბათუმში კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც გარდაიცვალა.
