LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩოხატაურში დაიღუპა კაცი, რომელიც მდინარეში შვილის გადარჩენას ცდილობდა

256
2026-06-08_00-23-28_846810

ჩოხატაურში დაიღუპა კაცი, რომელიც მდინარეში შვილის გადარჩენას ცდილობდა, – ინფორმაციას გურია ნიუსი ავრცელებს.

როგორც მედია ადგილობრივებზე დაყრდნობით წერს, ახალგაზრდა კაცი მდინარეზე სათევზაოდ ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად წავიდა, რა დროსაც ბავშვს ფეხი დაუცდა და მდინარეში ჩავარდა

„პატარა წყალში ჩავარდა, გადამხტარა მდინარეში, თავი ქვაზე დაურტყამს და გარდაიცვალა. ბავშვის ამოყვანა მოუსწრია. ისეთი ბიჭი იყო, უპატიოსნესი, იმდენს წვალობდა, შრომობდა. ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული“, – ამბობს გამოცემასთან ადგილობრივი.

ცნობილია, რომ გარდაცვლილს მეუღლე და 5 შვილი ჰყავდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g