ბათუმის იაშვილის სახელობის კლინიკას 20 დღის ახალშობილის ოჯახი გაუფრთხილებლობასა და ჩვილისთვის ტრავმის მიყენებაში ადანაშაულებს.
ბავშვის მამა „ტვ პირველთან“ ამბობს, რომ ახალშობილი კლინიკაში ვირუსით შეიყვანეს, დღეს კი ბავშვს თავზე ტრავმა აქვს.
„ორი კვირის იყო ბავშვი, როცა სახლში ბრონქები გაურთულდა და წავიყვანეთ ბათუმის იაშვილის კლინიკაში. გვითხრეს, რომ თავი აქვს გატეხილი და აბრალებენ ოჯახს“, – თქვა ახალშობილის მამამ.
ოჯახის ახლობლის განცხადებით, ჩვილს დაზიანება კლინიკაში მიაღებინეს და ოჯახს აბრალებენ.
„ბავშვი 20 დღის არის და თავი აქვს გატეხილი, გვატანენ სახლში, როგორ წავიყვანოთ, ბავშვი მოარჩინონ… დაზიანება მიაღებინეს ამათ და ოჯახს აბრალებენ, ბავშვის გადარჩენა გვინდა, არაფერს ვითხოვთ განსხვავებულს, ბავშვს არაფერი ჰქონდა, ბავშვი შევიდა ჯანმრთელი, ვირუსით და თავგატეხილია იქიდან გამოგზავნილი“, – განაცხადა ოჯახის ახლობელმა.
ამ დროისთვის ჩვილი თბილისში, იაშვილის სახელობის კლინიკაშია მოთავსებული.
ახალშობილთან დაკავშირებული ინფორმაციის შესწავლა ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტომ დაიწყო – ამის შესახებ „ფორტუნას“ ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს.
