LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

20 ივნისის აქციის მონაწილე ამბობს, რომ ქუცნაშვილის ცოლმა მას ხელი გაარტყა

265
7363d6740558b1a6ba21cbeae4341c38

ზაქარია ქუცნაშვილის ცოლმა ანტისაოკუპაციო მოძრაობის ერთ-ერთ წევრს ირაკლი არეშიძეს ხელი გაარტყა. ინცინდენტის შემდეგ, აქცია “სირცხვილიას” მონაწილე პოლიციაში გადაიყვანეს. ინფორმაციას სოფო კუჭავა ავრცელებს, რომელიც ირაკლი არეშიძის მეგობარია. 

ზაქარია ქუცნაშვილმა დემონსტრანტების ბანერი დახია

„სირცხვილი მთავრობას“ - ეწერა პლაკატზე.

შემთხვევა გონიოში მოხდა, სადაც ყოფილი დეპუტატი ოჯახთან ერთად ისვენებს.

ქუცნაშვილს ახალგაზრდამ, ირაკლი არეშიძემ “გავრილოვის” მონა უწოდა, რამაც ყოფილი დეპუტატის ცოლის გაღიზიანება გამოიწვია.

შეგახსენებთ 3 სექტემბერს, პარლამენტმა დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხს ერთხმად დაუჭირა მხარი.

შესაბამისი დადგენილება პლენარულ სხდომაზე 96 ხმით მიიღეს.

ცნობისთვის, ქუცნაშვილი მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში ქართულ დელეგაციას ხელმძღვანელობდა. შესაბამისად, ის თბილისში გამართული სესიის, რომელიც საპროტესტო აქციების მიზეზი გახდა, ერთ-ერთი ორგანიზატორი და ინიციატორი იყო. 20 ივნისის მოვლენების შემდეგ, ქუცნაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარეს სადეპუტატო უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის თხოვნით მიმართა.

აქციის დარბევის კადრები: 20 ივნისის ყველაზე ემოციური ფოტოები

აქ არ დაჯდება! – „ევროპული საქართველო“ გავრილოვის პარლამენტში ყოფნას აპროტესტებს (ვიდეო)

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g