LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აქ არ დაჯდება! – „ევროპული საქართველო“ გავრილოვის პარლამენტში ყოფნას აპროტესტებს (ვიდეო)

824
elene xoshtaria

საქართველოს პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესია გაიხსნა.

მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიას რუსი დეპუტატი უძღვება

ასამბლეის ჩატარებას საპარლამენტო ოპოზიცია ბოიკოტს უცხადებს.

„ევროპული საქართველოს“ წევრები, მათ შორის ელენე ხოშტარია ტრიბუნაზე ავიდა და განაცხადა, რომ სერგეი გავრილოვს პარლამენტის სკამზე დაჯდომის უფლებას არ მიცემს.

ისინი ამ ფორმით სესიაში რუსეთის დუმის დეპუტატების, მათ შორის ასამბლეის პრეზიდენტის სერგეი გავრილოვის მონაწილეობას და მის მიერ პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან სხდომის წაყვანას აპროტესტებენ.

მათი განცხადებით, რუსეთი ოკუპანტია და ოკუპანტი სხდომას არ უნდა უძღვებოდეს. „ის აქ არ დაჯდება“, – აცხადებენ „ევროპული საქართველოს“ წევრები და გავრილოვს სხდომის დატოვებისკენ მოუწოდებდნენ. სესიაზე ამ დროისთვის შესვენებაა გამოცხადებული და დარბაზში გავრილოვი არ იმყოფება. პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი დეპუტატმა გიორგი კანდელაკმა დაიკავა.

დეპუტატები ზაქარია ქუცნაშვილი და ადა მარშანია „ევროპული საქართველოს“ წევრებს სხდომათა დარბაზის დატოვებისკენ მოუწოდებენ. მარშანიასა და ხოშტარიას შორის დაპირისპირებაც მოხდა.

სესიას მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის პრეზიდენტი, რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი უძღვება, რომელსაც გუშინ სახელმწიფო ცერემონიების სასახლესთან საპროტესტო აქციით შეხვდნენ.

საკუთარი მიმართვა რუსმა დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებისთვის მადლობის გადახდით დაიწყო. მან პერსონალური მადლობა გადაუხადა ზაქარია ქუცნაშვილს გულთბილი მასპინძლობისთვის და საჩუქრად ხატი გადასცა.

https://www.facebook.com/tvpirveli/videos/319418042320644/

magti 5g