LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

20 ივნისის საქმეზე ბრალი კიდევ ერთმა დაკავებულმა აღიარა

104
saqalaqo-770x433

20 ივნისის მოვლენების შედეგად დაკავებულების მორიგი სასამართლო სხდომა გაიმართა, სადაც თბილისის საქალაქო სასამართლოში ოთხი პირის საქმე განიხილეს. სხდომაზე აქციის კიდევ ერთმა მონაწილემ, გოგი ქურდოვანიძემ ბრალი აღიარა.

მან  ბრალდების მხარის წარდგენილი მტკიცებულებები უდავოდ ცნო. აღიარების შემდეგ მისი საქმე სხვა ბრალდებულების საქმეს გამოეყო და ცალკე განიხილება. აღნიშნული შუამდგომლობა დაცვის მხარემ დააყენა, რასაც ბრალდების მხარე დაეთანხმა.

შეგახსენებთ, რომ წინა სასამართლო სხდომაზე ბრალი ილია მემარნიშვილმა.

დამნაშავეები თუ პოლიტპატიმრები: 20-21 ივნისის ღამეს დაკავებულები ისევ საპატიმროებში რჩებიან

აქტიურად მიდის მსჯელობა იმაზე, თუ ვისმა დანაშაულმა გამოიწვია არეულობა და დაპირისპირება.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს.

mazda magti 5g