LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობის საქმეზე გამომძიებელი დაიკითხა

118

თემქაზე 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში ბრალდებული ლადო გრიგალაშვილის საქმის არსებითი განხილვის დროს ის გამომძიებელი დაიკითხა, რომელმაც ბრალდებული ფარულად ჩაწერა.

გამომძიებელმა გაიხსენა, რომ ლადო გრიგალაშვილის გამოკითხვა მშვიდ ვითარებაში მოხდა და მასზე რაიმე ტიპის ზეწოლა არ განხორციელებულა.

“24 თებერვალს მოხდა ჩაწერა. როგორც მახსოვს ხანგრძლივობა იყო 20 წუთი. ჩანაწერის დროს იძულებას ადგილი არ ჰქონია. მან ქრონოლოგიურად მოყვა ყველაფერი,”- განაცხადა გამომძიებელმა მიხეილ სუჯაშვილმა.

თემქაზე 20 წლის ანა ნაცვლიშვილი 22 თებერვალს მოკლეს. მას ყელის არეში დანით რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული და ასევე დაზიანებები აღენიშნებოდა თავის არეში. პოლიციამ ნაცვლიშვილის მკვლელობის ბრალდებით მისი შეყვარებული, ლადო გრიგალაშვილი მომხდარიდან მეორე დღეს დააკავა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g