LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

20-ზე მეტი ქალაქიდან, 3 ივლისის აქციაზე დასასწრებად სპეციალურად მობილიზებული ავტობუსები დაიძვრება, ყველა მსურველს საშუალება ექნება უფასოდ ჩამოვიდეს თბილისში – “ლელო”

146
291361443_1219390642227073_7884393135738012306_n

„ლელო“ 3 ივლისის აქციაზე დასასწრებად საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ მოქალაქეებს უფასო ტრანსპორტირებას სთავაზობს.

“ლელოს” ორგანიზებით საქართველოს 20- ზე მეტი ქალაქიდან, 3 ივლისის აქციაზე დასასწრებად დაიძვრება სპეციალურად ამ დღისთვის მობილიზებული ავტობუსები და სამარშრუტო მინი-ავტობუსები. ყველა მსურველს ვისაც სურვილი აქვს ჩაერთოს გრანდიოზულ აქციაში, რომელიც ჩვენი ქვეყნის ევროპული არჩევანის დასაცავად იმართება, საშუალება ექნება უფასოდ ჩამოვიდეს, საკუთარი ქალაქიდან თბილისში.

აქცია “გამოყევი lelo Bus” პარტია “ლელოს” ორგანიზებულია, თუმცა ყოველგვარი პარტიული კუთვნილების მიუხედავად გათვლილია მოქალაქეებზე, ადამიანებზე, რომელთაც სურვილი აქვთ მიიღონ მონაწილეობა ევროპულ აქციაში და არ ჰქონდათ ამის შესაძლებლობა სხვადასხვა მიზეზის გამო.

“ლელოს” ავტობუსების პირველი კოლონა წალენჯიხიდან 9.30 საათზე, მერიის მიმდებარე ტერიტორიიდან გამოვა; ბათუმი -10:00 საათი, “ლელოს” ოფისი. ფარნავაზ მეფის #46; ზუგდიდი – 11:30 საათი, გუბერნიის წინ მოედანი; ჩხოროწყუ – 12:00 საათი, ცენტრალური მოედანი; ხარაგაული – 14:30 საათი, კინოთეატრი; ჭიათურა 14:30 საათი, ნინოშვილის ქუჩა; სამტრედია – 14:30 საათი, ჭავჭავაძის ქუჩა; ზესტაფონი – 15:30 საათი, ცენტრალური მოედანი; ტყიბული -14:30 საათი, კარლო ლომიძის მოედანი;

ინფორმაცია საათობრივად განახლდება, დაემატება სხვადასხვა ქალაქები და რაიონული ცენტრები, საიდანაც შეგიძლიათ გამოყვეთ “ლელოს” ავტობუსებს აქციაზე დასასწრებად“,- ნათქვამია „ლელოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები