LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თავის დროზე ეს ყველაფერი მომზადებული იყო იმისთვის, რომ გადაცემოდა ქვეყნის ტერიტორია ჩვენს მეზობელს- დავით მათიკაშვილი

109
gogdihx7

„2006-2007 წლებში კომისიამ განახორციელა ქმედებები, რომლის შედეგადაც იყო უგულვებელყოფილი ამ რუკის არსებობა“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა „ფორტუნას“ გადაცემა „დღის თემაში“ დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ამ საკითზე კომენტირებისას საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ეჭვების საფუძველი თვითონ გააჩინა.

“რამდენიმე დღის წინ, გამოვარდა მიხეილ სააკაშვილი და თქვა, რომ “ეხლა ადგებიან და იტყვიან, რომ 70-80 მილიონი მე ავიღეო” და კიდევ სხვა ისეთი ფაქტები გააჟღერა, რომელიც საზოგადოებისთვის არ იყო ცნობილი. “ქურდს ქუდი ეწვის” გამონათქვამიდან გამომდინარე ასეთ ფაბულა შეიქმნა.

თუ კი ქვეყანამ იცოდა, რომ დავით გარეჯთან მიმართებაში საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაცია უნდა განხორციელებულიყო 1938 წლის რუკით, რომელიც იყო განმტკიცებული და ხელმოწერილი ორი ქვეყნის პრეზიდენტების, შევარდნაძე-ალიევის მიერ.

თუ კი კომისიამ 2006-2007 წლებში განახორციელა ქმედებები, რომლის შედეგადაც იყო უგულვებელყოფილი ამ რუკის არსებობა. დაეყრდნენ არაკანონიერ რუკას, რომელიც სხვანაირად, არასწორად არეგულირებს რუკას, რომელიც არ იყო თავის დროზე პრეზიდენტებს შორის შეთანხმების საგანი. სწორედ იმ რუკის საშუალებით განახორციელეს ეს საკითხი.

როდესაც საქართველოს ყოფილი, ძებნილი, კრიმინალი პრეზიდენტი გამოდის და ამბობს, რომ თითქთოს მის მიმართ იქმნება ისეთი მოცემულობა, რომ ვიღაცამ დააბრალოს, რომ მას ფული აქვს აღებული, როდესაც ნაციონალური მოძრაობა და მისი ანასხლეტები საუბრობენ იმაზე, რომ  ეს ორი პიროვნება არის პოლიტიკურად დევნილი, იმას კი არ ამბობენ, რომ პროკურატურამ კარგად გაარკვიოს ეს საკითხი.

ამ ყველაფერს ლოგიკურად მივყავართ ქამდე, რომ თავის დროზე მართლაც ეს ყველაფერი მომზადებული იყო იმისთვის, რომ გადაცემოდა ქვეყნის ტერიტორია ჩვენს მეზობელს“,-განაცხადა მათიკაშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოს აზერბაიჯანთან საპრეტენზიო არაფერი აქვს. მათიკაშვილი  იმედოვნებს, რომ საკითხი გადაწყდეს არა რომელიმე ქვეყნის სასარგებლოდ, არამედ სამართლიანად.

„სამართლიანობა არის 1938 წლის რუკის შესაბამისად, რომ ეს ტერიტორია სწორედ საქართველოს ფარგლებს შიგნით ექცეოდა სხვა ტერიტორიებთან ერთად“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები