LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2015 წლის ყველაზე მგრძნობიარე საფეხბურთო მოვლენები

121

ცხოვრება კეთილი საქმეებისთვის არსებობს. ადამიანობის 11 მაგალითი, რომელიც მსოფლიოს ყველა ტიტულზე უფრო მნიშვნელოვანია.

მხედველობა დაკარგულმა პოლ მატესონმა მწვრთნელის ლიცენზია მიიღო.

51 წლის სპორტსმენმა მხედველობა 10 წლის წინ დაკარგა. 2015 წლის 23 იანვარს კი ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ მას კვალიფიციური მწვრთნელის ლიცენზია გადასცა.

„სელტიკის“ ფანმა, რომელსაც დაუნის სინდრომი აქვს, თვის გოლი გაიტანა.

11 წლის ჯეი ბიტმა „სელტიკისა და „ჰამილტონის“ თამაშის დროს სიმბოლური გოლი გაიტანა. ამ გოლმა მაყურებელთა 97 პროცენტი მოხიბლა და იანვრის საუკეთესო გოლად სწორედ ის დაასახელეს.

გერმანულმა კლუბმა კიბოთი დაავადებული ფეხბურთელს კონტრაქტი გაახანგრძლივა.

„უნიონის“ ფეხბურთელ ბენჟამინ კოლეროს ძალიან ცუდი დიაგნოზი დაუსვეს. კლუბის მწვრთნელის განცხადებით, ეს მთელი გუნდისთვის დიდი დარტყმა იყო. ბენჟამინი მათი ოჯახის წევრია, ამიტომ დაავადებას ერთად დაამარცხებენ.

მამა უსინათლო შვილისთვის 1990 წლიდან კომენტატორის როლს ირგებს.

ბილი ჰესლიპი და მისი ვაჟი გრემი ჩრდილოეთ ირლანდიის „კრუზეიდერსის“ გულშემატკივრები არიან და მის ყველა მატჩს ესწრებიან. ბიჭუნა სამწუხაროდ ვერ ხედავს, ამიტომ მამა მთელ თამაშს კომენტარს უკეთებს. მამა-შვილზე ცოტა ხნის წინ დოკუმენტური ფილმიც გადაიღეს.

https://www.youtube.com/watch?v=6ZVxkfpYbM8

გოგონამ 10 ათას დოლარს ნეიმართან შეხვედრა ამჯობინა.

16 წლის რაინონ კონელიმ ერთ-ერთ კონკურსში გაიმარჯვა. მას პრიზი თავად უნდა შეერჩია – 10 ათასი დოლარი ან ნეიმართან შეხვედრა. გოგონამ არჩევანი დაუფიქრებლად გააკეთა.

https://www.youtube.com/watch?v=GZsd8AhTJHk

ლუის სუარესმა კიბოთი დაავადებულ ბიჭუნას დაურეკა.

„ბარსელონას“ ფორვარდმა პატარა მატეოს ნამდვილი სიურპრიზი გაუკეთა. დაავადებულ ბიჭუნას უთხრეს, რომ ესპანელ ექიმთან უნდა ესაუბრა, თუმცა როცა კამერა ჩაირთო იქ საყვარელი ფეხბურთელი დახვდა.

https://www.youtube.com/watch?v=suIc74Zlwas

„სპორტინგმა“ ცუნამის დროს დაზარალებული პატარა ინდონეზიელი ბიჭუნა გუნდში აიყვანა.

2004 წლის ცუნამის დროს პატარა მარტუნიშუმ ოჯახის ნახევარი დაკარგა. მასა და მამას კი კრიშტიანო რონალდო დაეხმარა, რათა ცხოვრება თავიდან დაეწყოთ. ამჟამად ბიჭუნა 17 წლისაა და სულ მალე თამაშს „სპორტინგის“ ახალგაზრდულ ლიგაში დაიწყებს.

იკერ კასილიასი გამოსამშვიდობებელ პრესკონფერენციაზე ატირდა.

სპორტსმენმა „რეალის“ ნაკრებში 25 წელი გაატარა. ეს კი მართლაც მთელი ცხოვრებაა.

სტივენ ჯერარდი „ენფილდს“ დაემშვიდობა.

სტივის ბოლო თამაშზე ხალხი მთელი მსოფლიოდან ჩავიდა. ბილეთის ფასი 3000 ფუნტამდე აღწევდა, თუმცა ეს არავის ადარდებდა, ლეგენდის ბოლო თამაშის ნახვა ყველას სურდა. მთელი სტადიონი კაპიტნის გვერდით იყო და ძალიან დიდ სითბოსა და სიყვარულს გამოხატავდა.

ნევილმა და გიგზმა უსახლკაროები შეიფარეს.

პრემიერლიგის ყოფილმა ვარსკვლავებმა ძველი შენობა შეიძინეს, რათა იქ მოგვიანებით სასტუმრო გაეკეთებინათ. შენობაში კი  მანჩესტერელი უსახლკაროები უკანონოდ შესახლდნენ. როდესაც სპორტსმენებმა ამის შესახებ გაიგეს, გადაწყვიტეს, რომ ისინი ზამთრის განმავლობაში იქ დაეტოვებინათ, ხოლო მოგვიანებით სახლის პოვნაშიც დახმარებოდნენ.

„ლესტერის“ ფანმა პირდაპირ ეთერში იტირა.

გუნდის გულშემატკივარი რადიო „BBC“-ის პირდაპირ ეთერში საუბრობდა და „ლესტერის“ წარმატებით გახარებულმა ცრემლები ვერ შეიკავა.

https://www.youtube.com/watch?v=QhvHEqF6tHo

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები