LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2016 წელს საქართველოდან თაფლის ექსპორტი ვერ განხორციელდება

111

2016 წელს საქართველოდან თაფლის ექსპორტის განხორციელება ოფიციალურად შეუძლებელია და ამის თავისი მიზეზები აქვს. ამის შესახებ ”ფორტუნას” საქართველოს მეფუტკრეთა გილდიის გამგეობის თავმჯდომარემ, გიორგი კეპაშვილმა განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, არსებობს ბევრი პრობლემა, მათ შორის კი 2 მთავარი მიზეზი, რის გამოც ქართული თაფლი უცხო ქვეყნის ბაზრებზე ვერ გავა.

”უმთავრესი მიზეზი არის პირველადი წარმოების კონტროლი. სამწუხაროდ, როდესაც ვაგზავნით ქართული თაფლის სინჯებს ევროპაში, მოგვდის ცუდი შედეგები. მოგეხსენებათ, თაფლი ცხოველური პროდუქტია და მისი გატანა რთულია, თუ არ დააკმაყოფილე საერთაშორისო სტანდარტები, რასაც ჩვენ ვერ ვასრულებთ. გარდა ამისა, არ გვაქვს საერთაშირისო სტატუსის მქონე ლაბორატორია, ან გვაქვს და არ მუშაობს გამართულად. საერთო ჯამში, ყველა ეს ფაქტორი აფერხებს ადგილობრივი თაფლის ექსპორტზე გატანას,”- აღნიშნა კეპაშვილმა.

მისივე თქმით, ამ პრობლემების გამო ოფიციალური გზით თაფლის ექსპორტზე გატანა 2016 წელს გამორიცხულია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g