LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2016 წლის საუკეთესო სერიალები Rolling Stone-ის ვერსიით

174

ამერიკულმა გამოცემამ Rolling Stone 2016 წლის მონაცემები შეაჯამა და საუკეთესო ტელესერიალი გამოავლინა. პირველი ადგილი კომედიამ „ატლანტა“ დაიკავა, სადაც მთავარ როლს დონალდ გლოვერი ასრულებს. სექტემბერში, ტელეარხ FX-ზე გამოსული სერიალი ორ ძმაზე მოგვითხრობს, რომლებსაც ცნობილი რეპერობა სურთ.

Rolling Stone-ის 2016 წლის რეიტინგი უჩვეულოა, რადგან მასში ვერ მოხვდა „სამეფო კარის თამაშები“, რომელსაც ამ დროისთვის ყველაზე დიდი აუდიტორია ჰყავს. თუმცა ათეულში მეორე პოზიციაზე შეხვდებით ისეთ პროექტს, როგორიც არის „ამერიკული დანაშაულებების ისტორია“, მესამე პოზიციაზე განთავსდა „ძალიან უცნაური საქმე“ უაინონა რაიდერის მონაწილეობით. დანარჩენ ადგილებზე „შავი სარკე“, „ამერიკელები“, „ნარინჯისფერი – სეზონის ჰიტი“ და სხვა სერიალები მოხვდა. პირველ ათეულში ორი ტელეშოუში – „Full Frontal with Samantha Bee“ და „Last Week Tonight With John Oliver“ განთავსდა.

პოპულარული სერიალები „ამერიკული საშინელებათა ისტორია“, „მოსიარულე მკვდრები“ და „ვამპირის დღიურები“ 2016 წლის საუკეთესო ოცეულშიც ვერ მოხვდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები