LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2016 წლის სიყვარულის ჰოროსკოპი

28

აქტიური ჰიპ-ჰოპი, რომანტიკული თავგადასავალი თუ ვნებების სიმფონია – გაიგეთ რა გელოდებათ მომდევნო წელს სასიყვარულო ფრონტზე.

 

ვერძი

გასული წლისგან განსხვავებით, ახალი წელი სასიამოვნო სასიყვარულო სიურპრიზს გიმზადებთ. შეყვარებულების პლანეტები – მარსი და ვენერა აქტიურ კონტაქტში შედიან ერთმანეთთან, თუმცა ინიციატივა სავარაუდოდ მაინც თქვენი პარტნიორისგან წამოვა. შესაძლოა თქვენი ფიქრები ახლა სულ სხვა რამითაა დაკავებული, მაგრამ მაისის ბოლოსთვის მოემზადეთ სერიოზული საუბრისთვის, რათა გაარკვიოთ რას ნიშნავს ეს ურთიერთობები თქვენთვის და თქვენი პარტნიორისთვის. მსგავს კითხვებს მთელი ზაფხული დაუსვამთ საკუთარ თავს, თუმცა, პასუხის მოძებნა არც ისე ადვილი იქნება. როგორც არ უნდა იყოს, წლის ბოლოს ვენერა და მარსი მაქსიმალურად ახლოს აღმოჩნდებიან ერთმანეთთან და თქვენს ცხოვრებაშიც ჰარმონია და ურთიერთგაგება დაისადგურებს.

 

 

კურო

სერიოზულ ცვლილებებს გიმზადებთ 2016 წლის სასიყვარულო ჰოროსკოპი. მარტისა და სექტემბერის მზის დაბნელება თქვენს ვარსკვლავურ რუქაზე ყველაზე რომანტიკულ სექტორზე მოდის, რაც იმის ნიშნავს, რომ ბედისწერა მოულოდნელ შესაძლებლობებს შემოგთავაზებთ. გაზაფხულის მზის დაბნელება ახალ ნაცნობობას მოგიტანთ, ძალიან მალე კი, შეხვდებით ადამიანს, რომელთანაც მთელი ზაფხული იმეგობრებთ, თუმცა, მხოლოდ შემოდგომის მზის დაბნელება მისცემს თქვენს ურთიერთობებს შანს გახდეს ბევრად უფრო სერიოზული და პირადული. ეს ბევრად უფრო მეტი იქნება, ვიდრე მსუბუქი რომანი, რადგან ბედისწერა თქვენ და თქვენს ახალ პარტნიორს ერთობლივ მომავალს გიმზადებთ. ნუ დაეჭვდებით საკუთარ თავში და ისიამოვნეთ იმით, რაც თქვენს ცხოვრებაში მოხდება.

 

ტყუპები

თითქოს რაღაც გქაჩავთ უკან წარსულში. მარტივი და გასაგები ურთიერთობა წინააღმდეგობაში მოდის იმასთან, რასაც თქვენგან მეგობრები და ახლობლები ელიან. აპრილში, როცა ერთ-ერთ ძველ რომანს გაიხსენებთ (რომლისგანაც მხოლოდ მეგობრობა დარჩა) აღმოჩნდება, რომ გარშემომყოფები ამ ისტორიას ჯერ კიდევ აქტუალურად აღიქვავენ. კიდევ ერთი გამოცდა გელით ზაფხულის მიწურულს – იძულებული გახდებით მიიღოთ დიდი ხნის წინ უარყოფილი ვარიანტი და მხოლოდ ივლისში შეძლებთ საკუთარი გრძნობების და სურვილების ხმამაღლა გამოთქმას. თუმცა, სექტემბრის მოსვლასთან ერთად ყველაფერი ცუდი საბედნიეროდ წარსულში დარჩება და თქვენ ან ახალ სასიყვარულო თავგადასავალში გადაეშვებით ან ძველი ურთიერთობას განაახლებთ. ასეა თუ ისე, თავს ისე კარგად იგრძნობთ, რომ წლის ბოლოს შემდეგი ნაბიჯის გადადგმასაც გაბედავთ.

 

 

კიჩხიბი

2016 წლის სასიყვარულო ჰოროსკოპი ემოციებით დატვირთულ წელიწადს გპირდებათ, რომელიც იანვრსა და თებერვალში დაიწყება. თუმცა, ძალიან მალე დადგება მომენტი, როცა საკუთარ თავს დაუსვამთ კითხვას – არის თუ არა ეს ის, რაც თქვენ მართლა გჭირდებათ? შესაძლოა, თქვენი რომანი ბევრად მიმზიდველი ყოფილიყო მღელვარებისა და ვნებებთან ერთად სხვა რამეც რომ მოეტანა. ისევ მოგიწევთ ეძებოთ კომპრომისი რეალობასა და ოცნებებს შორის, თან უმტკიცოთ საკუთარ თავს, რომ ეს ურთიერთობა ღირდა ამდენ ემოციად. მარტის თვეში ჩათვლით, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღეთ და ივნისის ბოლომდე შეძლებთ დატკბეთ ცხოვრებით. თუმცა, ნოემბერში ისევ შეიტანთ ეჭვს საკუთარი გადაწყვეტილების სისწორეში და თქვენი ორჭოფობა კითხვებთან ერთად წლის ბოლომდე გაგრძელდება.

 

ლომი

კარგი წელია რომანტიკული ურთიერობებისთვის, თუმცა ზაფხულამდე შესაძლოა ვერც მიხვდეთ ამას. ძლევამოსილი სატურნი ერთდროულად გზღუდავთ მანევრებში და ეხმარება თქვენს ურთიერთობებს უფრო გამყარდეს და გაძლიერდეს. გამოცდა, რომელსაც ბედისწერა თქვენ და თქვენს პარტნიორს გიმზადებთ, არც ისე კრიტიკულია, რადგან სირთულეები მხოლოდ რამდენიმე თვეს გაგრძელდება, საბოლოოდ კი, ერთამანეთს დაგაახლოებთ. ივნისში ეჭვი შეგეპყრობთ, თუმცა, თქვენი დაბადების დღისთვის ყველაფერი თქვენს სასარგებლოდ მოგვარდება და წლის ბოლოს საკუთარ თავს ძალიან ბედნიერად იგრძნობთ.

 

 

ქალწული

სასიამოვნო მღელვარება გელით ამ წელიწადში, რადგან მზის დაბნელება გავლენას მოახდენს თქვენს ურთიერთობებზე და ცვლილებებიც გარდაუვალი იქნება. შესაძლოა, თქვენ ახალი რომანი გააჩაღოთ ან კიდევ ერთხელ სცადოთ გაარკვიოთ, რას ელოდებით ძველი ურთიერთობისგან. რატომ უნდა დაკმაყოფილდე მინიმუმით, როცა შეიძლება მოიპოვო მქსიმუმი, რატომ უნდა დამალო გრძნობები, როცა შეიძლება საყვარელი ადამიანისთვის ყველაფრის გულწრფელად თქმა. მართალია, ეს ძალიან სერიოზული ნაბიჯია, მაგრამ საკმარისია გადადგათ, უკან დახევის სურვილი ნამდვილად აღარ გაგიჩნდებათ. მნიშვნელოვანი იქნება სექტემბრის მზის დაბნელება, რადგან შეძლებთ ცვლილებები შეიტანოთ უკვე მობეზრებული ურთიერთობებში და იქონიოთ იმედი, რომ ისინი ბევრად უფრო მრავალფეროვანი და ემოციებით სავსე გახდება. თქვენ მართალი ხართ, ყველაფერი ზუსტად ისე იქნება, როგორც თქვენ გეგმავთ!

 

სასწორი

2016 წელს თქვენ რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოგიწევთ. წლის დასაწყისში არაფერი გემუქრებათ, თუმცა ივნისის თვეში ყველაფერს სხვანაირად შეხედავთ. სექტემბერში თქვენი პირადი მოთხოვნები გაიზრდება და აღმოაჩენთ, რომ ძალიან მოგბეზრდათ ძველი გატაცება. შესაძლოა, კიდევ არის შანსი, ურთიერთობა ახალ ფაზაში გადაიტანოთ, იმ შემთხვევაში კი, თუ ყველა შანსი ამოწურულია, დროა დაემშვიდობოთ ძველს და დაიწყოთ ახლის ძებნა. ნებისმიერ შემთხვევაში პლანეტები გპირდებიან, რომ წლის ბოლოს თქვენ ისევ კმაყოფილი იქნებით, რაც იმას ნიშნავს, რომ შეძლებთ სწორი არჩევანის გაკეთებას. ამასთან ერთად, ძლევამოსილი იუპიტერის მხარდაჭერა 2017 წლის შემოდგომამდე გარანტირებული გაქვთ, ამიტომ კიდევ მრავალჯერ შეძლებთ კორექტირება შეიტანოთ თქვენს გადაწყვეტილებაში.

 

 

მორიელი

შესაძლოა 2016 წელმა სერიოზული კორექტივები შეიტანოს თქვენს სასიყვარულო ჰოროსკოპში. ბევრ ემოციას მოგიტანთ თებერვალი და მარტი, მღელვარე იქნება ნოემბერიც. მოულოდნელობები წლის დასაწყისში გაიძულებენ შეხედოთ ურთიერთობებს სხვა თვალით და დაფიქრდეთ, სინამდვილეში რას ელოდებით მათგან. შესაძლოა ახლანდელი რომანი თქვენი ცხოვრების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია და ძალიან გიჭირთ მისგან თავის დაღწევა. გარკვეულ მომენტში ბედისწერა ალტერნატიულ ვარიანტს შემოგთავაზოთ, მაგრამ თქვენ ისევ გაურკვევლობაში იქნებით, თუმცა ზაფხულის ბოლოს მაინც მოგიწევთ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება. სავარაუდოდ თქვენ ძველ ურთიერთობას აირჩევთ, თუმცა მაქსიმალურად ეცდებით მის უკეთესობისკენ შეცვლას.

 

მშვილდოსანი

წლის პირველ ნახევარში ერთის მხრივ ძველი ურთიერთობების აღდგენას ეცდებით, მეორეს მხრივ კი, ძველი გრძნობებისგან განთავისუფლებას შეეცდებით. შესაძლოა გაიხსენოთ ის, ვის მიმართაც ჯერ კიდევ გაქვთ სიმპათია და მოგიწიოთ მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხის გაცემა, რათა საბოლოოდ გუშვათ ერთმანეთი. არსებობს კიდევ ერთი ვარიანტი – შესაძლოა მოგინდეთ, ძველი ურთიერთობის აღდგენა, მაგრამ მიხვდეთ, რომ ამის გაკეთება არც ისე ადვილია. ასეა თუ ისე, ზაფხულის დასაწყისში თქვენ ძალიან დაიღლებით, ყველაფერი მოგბეზრდებათ და მომავალზე დაიწყებთ ფიქრს, რაც ყველაზე სწორი არჩევანი იქნება. წლის ბოლოს კიდევ ერთი რეალური შანსი გექნებათ საბოლოოდ გამოემშვიდობოთ წარსულს და თუ მომენტი ხელსაყრელი იქნება, ზედმეტი ორჭოფობის გარეშე გამოიყენეთ ის.

 

 

თხის რქა

2016 წელს თქვენს ურთიერთობებში სერიოზული ცვლილებები იგეგმება. შესაძლოა აქამდე თქვენ წამყვან პარტიას ასრულებდით, ახლა კი, ნამდვილად დროა გაცვალოთ როლები. ივნისში ამისთვის ყველაზე ხელსაყრელი მომენტი იქნება. სიყვარულის ქალღმერთი ვენერა თქვენს ზოდიაქოს ნიშანში ჯერ წლის დასაწყისში შემოიხედავს, მერე კი – წლის ბოლოს გესტუმრებათ. მის ვიზიტებს შორის ინტერვალში თქვენს ცხოვრებაში მრავალი საინტერესო მოხდება. ყველა რომანს თავისი წინაღობები და სირთულეები აქვს და მით უფრო სასიამოვნოა, როცა პლანეტები თქვენს დახმარებას ცდილობენ და ყოველთვის სწორი გადაწყვეტილებისკენ გიბიძგებენ.

 

მერწყული

2016 წლის სასიყვარულო ჰოროსკოპი თქვენთვის ახალ სასიყვარულო თავგადასავალს ამზადებს, რომელიც პიკს აპრილსა და ივნისში მიაღწევს. ზაფხულის დასაწყისში თქვენ სერიოზული ნაბიჯის გადადგამისთვის მოემზადებით, ყველაფერს კარგად დაგეგმავთ და ყველა შანსს გამოიყენებთ. ეს პერიოდი სავსე იქნება მოულოდნელობებით და ფარული იმედებით. სექტემბრის დასაწყისში კი, იმას განახორციელებთ, რისკენაც ასე დიდხანს მიდიოდით და მოვლენებიც ბევრად უფრო სწრაფად განვითარდება. წლის ბოლოს სიყვარულის ქალღმერთი ვენერა თქვენს ზოდიაქოს ნიშანში იქნება, ამიტომ თქვენი განწყობაც საკმაოდ რომანტიკული გახდება.

 

 

თევზები

ძალიან მნიშვნელოვანი წელია თქვენს სასიყვარულო ურთიერთობებში. მზის დაბნელება სწორედ თქვენს ზოდიაქოს ნიშანზე მოდის, ამიტომ სექტემბრის დასაწყისში მისი გავლენის ქვეშ მოექცევა თქვენი პირადი ცხოვრება, მოულოდნელად შეიცვლება ყველაფერი – თუ ახლა მარტო ხართ – საინტერესო შეხვედრა გელოდებათ, იმ შემთხვევაში კი, თუ პარტნიორით ხართ უკმაყოფილო, მაშინ საკმაოდ სერიოზული შანსი გაქვთ მიაგნოთ თქვენს რჩეულს. მართალია, სხვა სფეროში მეტი აქტიურობის და სიჯიუტის გამოჩენა მოგიწევთ, მაგრამ პირად ურთიერთობებიში ამის გაკეთება ნამდვილად არ დაგჭირდებათ. იყოს თქვენი რომანი ისეთი, როგორიც იქნება და ნუ ეცდებით მის შეცვლას. ნუ იფიქრებთ ურთიერთობის მომავალზე და უბრალოდ დატკბით სიყვარულით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები