LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2017 წელს ქორწინების რაოდენობა შემცირდა, განქორწინებების კი გაიზარდა – საქსტატი

90

2017 წელს ქორწინების რაოდენობა შემცირდა, განქორწინებების კი გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს. ქვეყანაში დემოგრაფიული ვითარების ამსახველ 2018 წლის ანგარიში ნათქვამია, რომ 2016 წელს ქვეყნის მასშტაბით 25 101 ქორწინება დარეგისტრირდა,  აქედან 14 961 ქალაქის ტიპის დასახლებაში, 10 140 კი – სოფლად.

2017 წელს კი საქართველოს მასშტაბით 23 684 ქორწინება დარეგისტრირდა,  14 342 ქალაქად, 9 342 კი – სოფლად.

დოკუმენტის მიხედვით, რეგისტრირებული ქორწინების რაოდენობა შემცირდა თბილისშიც. 2016 წელს დედაქალაქში 7 304 ქორწინება დარეგისტრირდა, 2017 წელს კი – 6 984.

საქსტატის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, 2017 წელს გაიზარდა განქორწინებების რაოდენობა.

2016 წელს ქვეყნის მასშტაბით 9 539 განქორწინება აღირიცხა, 2017 წლის სტატისტიკით კი მათი რიცხვი არის 10 222, მათ შორის, 7 053 ქალაქის ტიპის დასახლებაში, 3 169 კი – სოფლად.

რაც შეეხება დედაქალაქში არსებულ სიტუაციას, თბილისში, 2016 წლის სტატისტიკის მიხედვით, 3 688 წყვილი განქორწინდა, 2017 წელს კი  – 3 731.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g