ავტორიტეტული საავტომობილო გამოცემების ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ის ავტომობილები, რომლებმაც დღის სინათლე 2017 წელს იხილეს, დღეისათვის ყველაზე ხარისხიანები არიან. სპეციალისტები ხაზს უსვამენ, რომ 100 ავტომობილზე მხოლოდ 97 გაუმართაობა დაფიქსირდა, რაც სხვა ასეთ კვლევებთან შედარებით საუკეთესო შედეგია.
უნდა აღინიშნოს, რომ ექსპერტებმა გაითვალისწინეს ყველა გაუმართაობა და შენიშვნა, რაც მძღოლებმა სამ თვიანი ექსპლუატაციისას დააფიქსირეს. როგორც წესი, სამ თვეში ყველა ხარვეზის აღმოჩენაა შესაძლებელი.
ყველაზე უპრობლემო ავტომობილებად კორეული KIA და Genesis დასახელდნენ. ყველაზე მეტი დეფექტი კი Fiat-სა და Jaguar-ს აქვთ.
იმ ავტომობილისტების განცხადებით, რომლეთა შორისაც ანკეტირება ჩატარდა, შესამჩნევად არის გაუმჯობესებული ელექტრონული მოწყობილობების ხარისხი, მათ შორის აუდიოსისტემები და საბორტო კომპიუტერები.