LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 27 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

3314
მიხეილ ცაგარელი

ყურადღება მიაქციეთ მიმართულებადაკარგული (უკურსო) მთვარის პერიოდს, რომელიც 15:13 საათზე იწყება და 24 საათამდე გაგრძელდება. ამ პერიოდში მთვარის უარყოფითი ენერგია იწვევს ყურადღების დაქვეითებას, რის შედეგადაც იზრდება ტრავმებისა და ავარიების რისკი. განსაკუთრებული სიფრთხილე მოთხოვნილია როგორც მძღოლებისთვის, ისე ქვეითად მოსიარულეებისთვის.

დღის რეკომენდაცია – დღეს სამყარო ამოწმებს თქვენს აზრებს, მიზნების სისუფთავესა და რწმენის სიმტკიცეს. მოიმატებს ადამიანების სასიცოცხლო ენერგია, თუმცა აუცილებელია წესებისა და კანონების ზედმიწევნით დაცვა, ნუ გახდებით მათი დამრღვევი.

დღე ხელსაყრელია დალაგება-დასუფთავებისთვის, ძველი ნივთებისგან გათავისუფლებისა და საბუთების მოწესრიგებისთვის. ასევე, პოზიტიურია დღევანდელი დღე გასაუბრებებისათვის, საფინანსო-საბანკო ოპერაციებისთვის, სწავლისა და ვაჭრობისთვის. კარგი დროა დიეტის დასაწყებად, მანიკიურისა და პედიკურის გასაკეთებლად. რაც შეეხება თმის შეჭრას, გაითვალისწინეთ, რომ ამ დღეს შეჭრილი თმა შემდგომში ნელა გაიზრდება.

მოერიდეთ უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას, გამოცდების ჩაბარებას, სარისკო მოქმედებებს. არ არის რეკომენდებული ახალი ნაცნობობა და ქორწინება.

პარტნიორული ურთიერთობები – პარტნიორულ ურთიერთობებში მოსალოდნელია სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება. იყავით წინდახედული, რათა თქვენმა ქმედებებმა ურთიერთობის სტაბილურობას არ შეუქმნას საფრთხე.

ჯანმრთელობა – დღეს სუსტდება ნაწლავთა სისტემა, ელენთა და კუჭქვეშა ჯირკვალი. ამ ორგანოებზე ოპერაციების ჩატარება (გარდა უკიდურესი აუცილებლობისა) არ არის სასურველი. სამაგიეროდ, შედეგიანია ღვიძლის, ლიმფური სისტემის, თვალებისა და ტერფების მკურნალობა. გაითვალისწინეთ, რომ დღევანდელი ცუდი სიზმრები არ სრულდება.

დღის მინერალები და ფერები – სასიკეთო ენერგიების მოსაზიდად გამოიყენეთ მინერალები: ყვითელი და მწვანე იასპი, მალაქიტი, აქატი და ქრიზოპრაზი. ტანსაცმელში პრიორიტეტი მიანიჭეთ მწვანე, ყვითელ, ბეჟ, ნაცრისფერ და ნარინჯისფერ ტონებს – ეს ფერები გააძლიერებენ თქვენს მიმზიდველობასა და შარმს.

ზოდიაქოს ნიშნები – დღე პოზიტიურია კუროს, კირჩხიბისა და თევზების ნიშნებისთვის. შედარებით დაძაბული პერიოდია ლომის, სასწორის, მშვილდოსნისა და მერწყულის ნიშნებისთვის, რომლებსაც მართებთ მეტი ყურადღება საკუთარი ჯანმრთელობისა და დღის ნეგატიური გამოვლინებების მიმართ. დანარჩენი ნიშნებისთვის დღე წარმატების თვალსაზრისით საშუალოა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები