LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კვირის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის კვირის (27 აპრილი – 3 მაისი) ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

3595
მიხეილ ცაგარელი

ამ კვირაში დედამიწა უარყოფით ენერგეტიკულ ველში გადადის, რაც ნიშნავს, რომ მოლაპარაკებები, ახალი საქმეების დაწყება და ხელშეკრულებების გაფორმება გართულდება. შემცირდება ურთიერთგაგება, რამაც შესაძლოა დაძაბოს გარკვეული ურთიერთობება, მაღალია კონფლიქტების ალბათობა. გმართებთ განსაკუთრებული სიფრთხილე, თუმცა კვირას დადებითი ასპექტებიც ექნება, თუ სწორად იმოქმედებთ.

ვერძი – თქვენი ენერგია ნელ-ნელა იკლებს, ამიტომ ეცადეთ, არ გადაიღალოთ. გადაღლილობამ შესაძლოა შეცდომებისკენ გიბიძგოთ. მოერიდეთ ზედმეტ ამბიციურობასა და ამპარტავნებას, აუცილებლად გაითვალისწინეთ კოლეგებისა და გარშემომყოფების ინტერესები. თქვენმა გადამეტებულმა თვითშეფასებამ შესაძლოა კონფლიქტები, პრობლემები და დანაკარგები გამოიწვიოს. თუმცა, ადრე დაწყებული პროექტები ამ კვირაში მატერიალურ მოგებას მოგიტანთ. ფრთხილი მოქმედების შემთხვევაში, შესაძლებელია წარმატებული ინვესტიციების განხორციელებაც.

კურო – ამ კვირაში წარმატების ყველაზე დიდი შანსი გაქვთ, მთავარი ფავორიტი ხართ ამ პერიოდის, ვინაიდან მზე თქვენს ზოდიაქოში გადის,  ენერგია მატულობს, რაც ნებისმიერი სირთულის გადალახვის ძალას გაძლევთ და გმატებთ შრომისუნარიანობას, ნებისყოფას. იღბალი თქვენს მხარესაა. თუ წარსულში გადაუჭრელი კონფლიქტები და დაპირისპირებები დაგრჩათ, მათ შესაძლოა თავი შეგახსენონ, ამიტომ ეცადეთ სიტუაცია მშვიდად მართოთ. მოსალოდნელია ძალიან სარფიანი წინადადებების მიღება. იყავით აქტიური, ენერგიული და ინიციატივიანი, თქვენი ლიდერული თვისებები გაზრდის თქვენს წარმატებას როგორც ფინანსურ, ისე პარტნიორულ ურთიერთობებში.

ტყუპები – თქვენი ენერგოტონუსი აშკარად მცირდება, რადგან ე.წ დაბადების დღის წინა რთულ პერიოდში შედიხართ. იმუნიტეტი სუსტდება, ამიტომ პირველ რიგში ჯანმრთელობას მიხედეთ და არ გადაიღალოთ. მოსალოდნელია ფინანსური სირთულეებიც, არასწორმა ინვესტიციებმა ან მეგობრებთან დაკავშირებულმა ხარჯებმა შესაძლოა პრობლემები შეგიქმნათ. მოერიდეთ კაპიტალდაბანდებას, ინვესტიციებს და კოლექტიურ პროექტებს. გაუფრთხილდით თქვენს საიდუმლოებებს, რადგან ზურგს უკან ინტრიგების ალბათობა მოიმატებს. სჯობს, მხოლოდ ძველი საქმეებით შემოიფარგლოთ, არაფერი მნიშვნელოვანი და სარისკო არ დაიწყოთ.

კირჩხიბი – თქვენი მდგომარეობა უმჯობესდება, ჯანმრთელობა კი უფრო მდგრადი ხდება. ნებისყოფა და შეუპოვრობა გემატებათ, რაც კარგია, თუმცა დედამიწის უარყოფითი ენერგეტიკული ველის გამო, კონფლიქტების წარმოქმნის ტენდენცია მაინც არსებობს, განსაკუთრებით სასიყვარულო ურთიერთობებში, ამიტომ ეცადეთ, არ აყვეთ პროვოკაციებს. თქვენ გსურთ აღიარება და წინა პლანზე ყოფნა, მაგრამ ეცადეთ, სხვის ინტერესებსა და მიზნებს იგნორირება არ გაუკეთოთ, რათა კოლეგებთან ურთიერთობა არ დაიძაბოს. კვირა ხელსაყრელია რეფორმებისთვის, სიახლეებისა და ახალი მეთოდოლოგიების დანერგვისთვის. გაითვალისწინეთ, ამ პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანია მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან სტაბილური კონტაქტი.

ლომი – თქვენს ცხოვრებაშისიტუაცია იცვლება. ენერგია მცირდება, ჯანმრთელობაც არამდგრადია, ფსიქოემოციური არასტაბილურობაც მეტად იჩენს თავს – შინაგანმა შიშებმა და ეჭვებმა ან გულაცრუებამ შესაძლოა თქვენს ხასიათზე იმოქმედოს. ზოგიერთი იმედი, რომელიც ამა თუ იმ ადამიანთან ან საკითხთან დაკავშირებით გქონდათ, შესაძლოა არ გამართლდეს. მაღალია შეცდომების დაშვების ტენდენცია, ამიტომ იყავით ყურადღებით და ნუ გადაიტვირთებით. ეცადეთ, მაქსიმალურად შეინარჩუნოთ კარგი ურთიერთობები ხელმძღვანელ პირებთან, გარშემომყოფებთან, ეს თქვენი კარიერული მდგრადობის საწინდარია.

ქალწული – თქვენი თვითრწმენა და იმუნიტეტი მყარდება. ჯანმრთელობაც მდგრადია, ხდებით უფრო მომთმენი, შეუპოვარი, ორგანიზებული, უფრო კარგად შეძლებთ თქვენი აზრების, იდეების არათუ განხორციელებას, მათ დაცვასაც კი. თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ ფარული მტრები შეიძლება გააქტიურდნენ და განახორციელონ ისეთი ქმედებები, რაც თქვენს საწინააღმდეგოდ იმოქმედებს. იყავით ყურადღებით, დაეყრდენით ოპტიმიზმს და აკონტროლეთ, რა ხდება თქვენს ზურგს უკან. მთლიანობაში, კვირა ძალიან კარგია მგზავრობისთვის, მოგზაურობისა და უცხოელებთან კონტაქტისთვის. ახალი თანამშრომლობა, მივლინება ან სწავლა თქვენთვის ძალიან ნაყოფიერი აღმოჩნდება.

სასწორი – წინა კვირისგან განსხვავებით, თქვენთვის ეს კვირა საკმაოდ რთული და დაძაბულია, რადგან შესაძლოა იჩინოს თავი კრიზისულმა სიტუაციებმა პარტნიორულ და მეგობრულ ურთიერთობებში. სამყარო თქვენგან პრინციპულობასა და სიმტკიცეს მოითხოვს. ეცადეთ, ენაზე კბილი დაიჭიროთ, არ გათქვათ საიდუმლოებები და ნუ მოექცევით სხვების გავლენის ქვეშ. სამყარო ითხოვს თქვენგან ინტუიციაზე დაყრდნობით მოქმედებას, საჭიროა მებრძოლი პოზიციის დაკავება და თუ შეძლებთ ემოციების მოთოკვას, კვირა გაცილებით სტაბილური და მშვიდი იქნება.

მორიელი  გარკვეულმა სირთულეებმა შეიძლება იჩინოს თავი, თუმცათქვენი სასიცოცხლო ენერგია და ნებისყოფა მატულობს, რაც დაგეხმარებათ ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებაში. ამავდროულად, მოსალოდნელია გარკვეული კონფლიქტები კოლეგებთან და ხელმძღვანელობასთან. სამსახურეობრივ სფეროში იყავით ყურადღებით, ვინაიდან შესაძლოა მოხვდეთ კრიტიკის ქარცეცხლში, რაც საფრთხეს შეუქმნის თქვენს კარიერულ წინსვლას. იყავით ფრთხილად და შეინარჩუნეთ სტაბილურობა პარტნიორებთან,  ეს იქნება თქვენი წარმატების მთავარი საწინდარი.

მშვილდოსანი – ენერგოტონუსი ეცემა, ჯანმრთელობა ნაკლებად მდგრადია, რის გამოც უფრო ადვილად დაიღლებით, მოიმატებს ემოციური არასტაბილურობაც და შეცდომების დაშვების ალბათობაც მაღალია. მოსალოდნელია იურიდიული პრობლემები, ინტრიგები და ჭორები თქვენს წინააღმდეგ, რაც ავტორიტეტს შეგილახავთ. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას და ნუ მისცემთ დაავადებებს განვითარების საშუალებას. კარიერული სტაბილურობისთვის აუცილებელია კოლეგებთან და უფროსობასთან საერთო ენის გამონახვა.

თხის რქა – ჯანმრთელობას არ უჩივით, თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი და შრომისუნარიანობა მაღალ დონეზეა, ემოციური სტაბილურობაც მატულობს, თუმცა ფინანსური კუთხით სირთულეები გელით. მოსალოდნელია ზედმეტი ხარჯები, რომლებიც დაკავშირებული იქნება შვილებთან, მეგობრებთან ან გართობასთან. მოერიდეთ საეჭვო პროექტებში ფულის დაბანდებას, დანაკარგის რისკი დიდია. სამაგიეროდ, პირადი ცხოვრება ჰარმონიულია. შვილებთან და საყვარელ ადამიანთან კარგი ურთიერთობა თქვენი მთავარი საყრდენი იქნება.

მერწყული – ჯანმრთელობა არამდგრადია, შრომისუნარიანობა ეცემა, ენერგიის კლებასთან ერთად, შესაძლოა იჩინოს თავი ოჯახურმა და ფინანსურმა პრობლემებმა. ნებისმიერი ინფორმაცია ზედმიწევნით გადაამოწმეთ და დაუგდეთ ყური უფროსი თაობის რჩევებს. შეიძლება საყოფაცხოვრებო პრობლემის წინაშე აღმოჩნდეთ, მოსალოდნელია ტექნიკის, კომპიუტერის ან ელექტროობის დაზიანება, რაც გაუთვალისწინებელ ხარჯებს მოითხოვს. მიუხედავად ამისა, კვირა კარგია შემოქმედებითი და სპორტული მოღვაწეობისთვის. შესაძლოა მოულოდნელი, საინტერესო ნაცნობობაც კი შედგეს.

თევზები -თქვენი ენერგოტონუსი უმჯობესდება, ჯანმრთელობა უფრო მდგრადია, აქტიური და მეტად ინიციატივიანი ხდებით, ასევე მატულობს ინტუიცია. წარმატებული პერიოდია შეხვედრებისთვის, მოლაპარაკებებისა და ახალი კონტაქტებისთვის, პარტნიორული თანამშრომლობისთვის, თუმცა ინფორმაცია აუცილებლად გადაამოწმეთ, მოტყუების რისკი მაღალია. ასევე, გარშემო შეიძლება ბევრი ავანტიურისტი გამოჩნდეს, ამიტომ იყავით წინდახედული. მოერიდეთ აზარტულ თამაშებსა და სარისკო ფინანსურ ოპერაციებს, რადგან ის, რაც ახლა პერსპექტიულად გეჩვენებათ, შეიძლება „საპნის ბუშტივით“ გასკდეს.

გეომაგნიტური დღეები – ამ დღეებში განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ გულ-სისხლძარღვთა და ნერვულ სისტემას. აკონტროლეთ წნევა, გამოიყენეთ წამლების პროფილაქტიკა და მეტი დაისვენეთ. ამ კვირაში ასეთი დღეებია – სამშაბათი (28 აპრილი); ხუთშაბათი (30 აპრილი); პარასკევი (1 მაისი); კვირა (3 მაისი)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები