LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2017 წლის 10 ყველაზე გაყიდვადი ავტომობილი ევროპაში

231

მიუხედავად იმისა, რომ ევროპაში ავტომობილები სხვადასხვა ქვეყნებიდან და კონტინენტებიდან იყიდება, ათი ყველაზე გაყიდვადი ავტომობილიდან შვიდი გერმანიაშია აწყობილი. წელს გაყიდვების მოცულობა მხოლოდ 5,2%-ით გაიზარდა. როგორც მოსალოდნელი იყო, მოწინავე პოზიციები ყველგანმავლებს უჭირავთ – ბაზრის 31,9%-ით.

2017 წელს ყველგანმავლებს კონკურენტი გამოუჩნდათ – მდიდრული სედანები. სტაბილურია მოთხოვნა სპორტულ და პატარა ავტომობილებზე. თუმცა, ბაზრის სეგმენტი ერთია და ბესტსელერი – მეორე. წელს, JATO Dynamics-ის ათი ყველაზე გაყიდვადი ავტომობილის რეიტინგი 29 ქვეყნის მონაცემს ეყრდნობა.

  1. Volkswagen Golf – 445 206 ავტომობილი  

აქ არაფერია გასაოცარი, თავისი უნივერსალურობის გამო, Golf ისევ ლიდერია. ეს ავტომობილი გაყიდვების ლიდერი გახდა გერმანიაში, ავსტრიაში, ბელგიაში, ლუქსემბურგსა და ნორვეგიაში. ათწლეულებია ეს ავტომობილი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია კიდევ ბევრ ქვეყანაში.

  1. Renault Clio – 298 990 ავტომობილი 

ყველაზე მეტი ოდენობით საფრანგეთში, ნიდერლანდებსა და პორტუგალიაში გაიყიდა. მთლიანობაში გასულ წელთან შედარებით გაყიდვები 5,9%-ით არის გაზრდილი. კლიოს მეოთხე თაობა ბაზარზე 2012 წლიდან გამოდის.

  1. Volkswagen Polo – 255 370 ავტომობილი

ბრინჯაოს მედალი მიიღო მოდელმა, რომელიც ნელ-ნელა ბაზარზე ახალ თაყვანისმცემლებს აგროვებს. 2016 წელთან შედარებით, პოლოს გაყიდვები 10,4%-ით შემცირდა.

  1. Ford Fiesta – 237 770 ავტომობილი

ეს ავტომობილი დიდ ბრიტანეთში ათეული წლებია ყველაზე გაყიდვადია. მართალია წინა წელთან შედარებით მისი გაყიდვების მოცულობა 14%-ით შემცირდა, ის მაინც ძალიან პოპულარულია.

  1. Nissan Qashqai – 230 860 ავტომობილი

ეს ავტომობილი ყველაზე პოპულარულია ლატვიაში, დანიაში, ფინეთსა და ირლანდიაში პოპულარობით მესამეა, ხოლო ბრიტანეთში მეოთხე ადგილი უჭირავს.

  1. Peugeot 208 – 225 198 ავტომობილი

პეჟოს ეს მოდელი ყველაზე დიდი რაოდენობით დანიაში გაიყიდა, საფრანგეთში მეორე პოზიციაზეა, პორტუგალიაში კი მეექვსეზე.

  1. Opel/Vauxhall Corsa – 221 497 ავტომობილი

კორსას გაყიდვები პეჟოს მხოლოდ 4 000 ავტომობილით ჩამოუვარდება. სუპერმინი სეგმენტი სტაგნირებას განაგრძობს, მიუხედავად ამისა, საავტომობილო წარმოებაში სიდიდით რიგით მეორე სეგმენტია, რადგან ევროპაში გაყიდული ყოველი ხუთი ავტომობილიდან ერთი, ამ ჯგუფის წარმომადგენელია.

  1. Volkswagen Tiguan – 218 238 ავტომობილი

ახალი ტიგუანის გაყიდვები 2017 წლის ნოემბერში დაიწყო. ფოლკსვაგენი ამ მოდელით წის ევროპულ ბესთსელერებში პირველად მოხვდა.

  1. Škoda Octavia – 214 329 ავტომობილი

ავტომობილი ყველაზე მოთხოვნადი ხორვატიაში, ესტონეთში, ფინეთში, პოლონეთსა და შვეიცარიაშია.

  1. Opel/Vauxhall Astra – 204 742 ავტომობილი

ევროპული გაყიდვების ტოპ ათეულს ასტრა ასრულებს. მეხუთე თაობის მოდელი ცოტა ხნის წინ ბრიტანეთში მეექვსე პოზიციაზე იყო. შემდეგ თაობაზე პასუხისმგებელი PSA Group იქნება, რომელმაც წელს Opel და Vauxhall შეიძინა.

აბსოლუტური ლიდერი ფოლკსვაგენი გახდა, რომელსაც 2017 წელს ევროპაში ყველაზე გაყიდვადი მოდელები ჰყავს – ის სამ პოზიციაზეა წარმოდგენილი.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები