LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2018 წელს რევოლუციურ ცვლილებას ვგეგმავთ – კახა კახიშვილი

146

„სისტემაზოლირებიდან რესოციალიზაციაზე გადავიდა,“ – ამის შესახებ სასჯელაღსრულების მინისტრმა, კახი კახიშვილმა, საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა.

კახიშვილის თქმით, ყველა მსჯავრდებულს, რომლებიც საშუალო და დაბალი რისკის ჯგუფებში არიან, უმაღლესი განათლებუს საშუალება ექნებათ.

ჩვენ მუდმივად ვცდილობთ, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში დასაქმების კერები შევქმნათ და დღეს გვყავს უკვე 600 დასაქმებული მსჯავრდებული,“ -განაცხადა კახიშვილმა.

მინისტრის თქმით, ერთ-ერთი სფერო, სადაც აქტიურად საქმდებიან, კულინარიაა და უამრავი მსჯავრდებული გათავისუფლების შემდეგ ამ დარგში პრესტიჟულ დაწესებულებებში საქმდება. მისივე თქმით, 2018 წელს რევოლუციური ცვლილება იგეგმება, რომლის მიხედვით სამუშაოს შესრულებით მსჯავრდებულებს პატიმრობის ვადა შეუმცირდებათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g