2019 წელს 49 ჟურნალისტი მოკლეს, 389 დაპატიმრებულია, ხოლო 57 ტყვედაა აყვანილი–საერთაშორისო ორგანიზაციამ “რეპორტიორები საზღვრის გარეშე” ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა.
როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, ჟურნალისტებისთვის ყველაზე სახიფათო გარემო მექსიკაში, სირიაში, სომალში, ავღანეთსა და პაკისტანშია.
ჟურნალისტთა რიცხვი ბოლო 16 წლის განმავლობაში შემცირებულია, თუმცა გაზრდილია რეპორტიორებისთვის თავისუფლების შეზღუდვის შემთხვევები. დაპატიმრებული ჟურნალისტების რაოდენობით ჩინეთი, ეგვიპტე და საუდის არაბეთი ლიდერობს.
შეგახსენებთ, ამავე ორგანიზაციის ანგარიშით, გასულ წელს 80 ჟურნალისტი მოკლეს.