LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2019 წელს ყველაზე მონახულებადი ღირსშესანიშნაობები დასახელდა

133
095e2598720bc42c410dde8d5f8ac527

რომელი იყო ყველაზე მონახულებადი ღირსშესანიშნაობა მსოფლიოში 2019 წელს  – უკვე ცნობილია. TripAdvisor-მა მიმდინარე წელი შეაჯამა და ტურისტებში პოპულარული ღირსშესანიშნაობების რეიტინგი შეადგინა, რომლის ლიდერიც კოლიზეუმი გახდა.

აღსანიშნავია, რომ უკვე მეორე წელია მარადიული ქალაქის, რომის სიმბოლო კოლიზეუმი TripAdvisor-ის ამ რეიტინგის ლიდერია. იტალიაში ჩასულ ვიზიტორთა უმეტესობა, ამ სანახაობის გარეშე ქვეყანას არ ტოვებს.

TripAdvisor-ის რეიტინგში მეორე ადგილზეა პარიზში მდებარე ლუვრი, თავისი უნიკალური დიზაინითა და აქ განთავსებული ხელოვნების ნიმუშებით. აღსანიშნავია, რომ TripAdvisor-ის ტოპ-ხუთეულში, ბოლო ანუ მეხუთე პოზიციაზეა -პარიზის სიმბოლო ეიფელის კოშკიც.

რაც შეეხება მესამე და მეოთხე პოზიციებს: მესამეზე -ვატიკანის მუზეუმია, მეოთხე პოზიციაზე კი აშშ-ში, ქალაქ ნიუ-იორკში მდებარე თავისუფლების ქანდაკება.

ცნობისთვის, TripAdvisor-მა ყველაზე მონახულებადი ღირსშესანიშნაობების რეიტინგი გაყიდული ბილეთების რაოდენობის მიხედვით შეადგინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g