LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„2020 წელს დიდი გეგმები გვაქვს” – დათო ნეფარიძის ახალი ბენდი და პრემიერა „არ დაიდარდოს“ ეთერში

170
img-0335-2019-12-25-12-16-40-587249-1024x683

რადიო „არ დაიდარდოს“ გადაცემას „რადიო დუეტი თაკო მელიქიშვილთან ერთად“  მომღერალი დათო ნეფარიძე ბენდის მუსიკოსთან, ნიკოლოზ ლეჟავასთან ერთად ესტუმრა, რომლებმაც სიმღერა „მოდის წელი ახალი“ დააპრემიერეს. დათო ნეფარიძემ ასევე გადაცემაში ოთარ რამიშვილის სიმღერის „თუთის ხესთან“ ახლებური ვერსიაც შემოგვთავაზა.

დათო, რამდენად წარმატებული აღმოჩნდა 2019 წელი?

მე შევხდი ძალიან მაგარ ადამიანს, ნიკოლოზ ლეჟავას, ადამიანს, რომლემაც შეკრიბა ცოცხალი ბენდი. თუცა ჯერ სახელი არ გვაქვს მოფიქრებული.

სად ხვდებით ახალ წელს?

ჯერ-ჯერობით დაგეგმილი არფერი მაქვს, რამდენიმე სიმღერა ჩავწერეთ და სულ გადარბენებში ვართ. ახალი ბენდი, როგორც უკვე გითხარით, ნიკოლოზ ლეჟავამ შექმნა, ოთარ რამიშვილის სიმღერის „თუთის ხესთან“ ახლებური ვერსიის ხმის რეჟისორი  ვალერი სარქისოვია, კლავიში – ლევან გიგაური, დრამერი – ბაჩო ამანათაშვილი, ბასი – გიორგი მახარაძე,  საყვირი ლევან – კემულარია, აკუსტიკა – თავად ნიკა ლეჟავაა. სიმღერა ერთ ამოსუნთქვაში ჩაიწერა, რაც შეეხება კლიპს, მისი პრემიერა ,,რუსთავი 2″ -ის დილის ეთერში უკვე შედგა, მისი რეჟისორი გიორგი კიკალეიშვილია.

ვრცლად გადაცემა…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g