“ამერიკის ხმა” დაინტერესდა, რას ეძებდნენ ქართველები ყველაზე ხშირად “გუგლის” საძიებო სისტემაში.
როგორც აღმოჩნდა, ზოგადად, ბოლო 12 თვის განმავლობაში ქართველები ყველაზე ხშირად ინტერესდებოდნენ ინფორმაციით ამინდის პროგნოზისა და კოვიდინფექციის შესახებ. ისინი ამ ინფორმაციას რუსულ და ინგლისურ ენაზე ეძებდნენ.
რაც შეეხება ფოტოებს, ამ მხრივ ყველაზე ხშირად, ბოლო წლის განმავლობაში, საქართველოდან შემდეგი თემები იძებნებოდა: კოვიდ 19, აიფონ 10 და კანე კორსო.