LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2020 წელს საქართველოდან ემიგრაციაში 74 264 ადამიანი წავიდა

83
bbf783575f075335b73ed0ad1215f77e-XL

2020 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 74 264 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 29.3 პროცენტით ნაკლებია, ხოლო იმიგრანტების რიცხოვნობა 7.1 პროცენტით შემცირდა და 89 996 კაცი შეადგინა. ამავე პერიოდში, იმიგრანტების 85.8 პროცენტი და ემიგრანტების 86.2 პროცენტი, შრომისუნარიან ასაკში მყოფ მოსახლეობას (15-64 წლის ასაკობრივი ჯგუფი) წარმოადგენენ. 2020 წელს, იმიგრანტების 74.1 პროცენტს, ხოლო ემიგრანტების 58.4 პროცენტს საქართველოს მოქალაქეები წარმოადგენენ. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, 2021 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 728.6 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 0.3 პროცენტით მეტია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g