LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„აქ ძალიან ბევრს მუშაობდა და მიზერულ თანხას უხდიდნენ… მერე, თუ შრომა არ გიფასდება, მიდიხარ სხვა ქვეყანაში” – თამაზ ლოხიშვილი ემიგრანტ დედაზე

274
BeFunky-collage (15)

ერთ-ერთი სატელევიზიო პროექტის მონაწილე თამაზ ლომხიშვილმა „მთავარი არხის“ ეთერში ემიგრანტ დედაზე ილაპარაკა.

„საქართველოში ძალიან ბევრს მუშაობდა, ექთანი იყო. ძალიან მიზერულ თანხას უხდიდნენ.. მერე თუ შრომა არ გიფასდება მიდიხარ სხვა ქვეყანაში. სულ ამბობს, ჩემს ქვეყანაში რამდენსაც ვმუშაობდი იმდენი რომ იტალიაში ვიმუშავო, ძალიან მაღალი შემოსავალი მექნებოდაო.

მეოთხე წელია, რაც დედაჩემი ემიგრაციაშია. მე და ჩემი ძმა მუდმივად განვითარებაზე ვიყავით ორიენტირებული, ამისთვის კი ქალაქში გადმოსვლა გვჭირდებოდა, რაც ფინანსებთან იყო დაკავშირებული. დედაჩემი რომ წავიდა, 20 წლის ვიყავი.

ყველას არ აქვს დალხენილი სამსახური. დედაჩემის გადაწყვეტილება სასიამოვნოდ მოსასმენი არ იყო, თუმცა კარგად გვესმოდა, რისთვის მიდიოდა“, – ამბობს თამაზ ლომხიშვილი.

ცნობისთვის, სატელევიზიო პროექტის ინიციატივით, თამაზ ლომხიშვილი დედამისს ემიგრაციაში ყოფნიდან 3 წლისთავზე შეხვდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები