LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2020 წლის ევროპის ჩემპიონატზე ფეხბურთელებს „აჭარა ტექსტილი“ ჩააცმევს

158
bawvplujwrbli6e3axfa

საქართველოში უმსხვილესი ტექსტილის საწარმო „აჭარა ტექსტილი“ 2020 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატისთვის ემზადება. სხვადასხვა ქვეყნების ნაკრებებისთვის ფორმები სწორედ საქართველოში შეიკერება. ამის შესახებ BM.GE-ის „აჭარა ტექსტილის“ ფინანსურმა დირექტორმა გია ლომინაძემ განუცხადა.

ლომინაძე ამ ეტაპზე კონკრეტული ნაკრებების დასახელებისგან თავს იკავებს, თუმცა ამბობს, რომ სამომავლოდ დეტალებზე საუბარი შესაძლებელი იქნება.

იტალიის ნაკრებს ფორმა ”აჭარა ტექსტილმა” შეუკერა

ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე ”ევრო 2016” იტალიის ნაკრები საქართველოში შეკერილი ფორმით გამოდის. როგორც ”ფორტუნას” საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის გენერალურმა მდივანმა ოსმან ჩალიშქანი-მჟავანაძემ განუცხადა, სპორტული სამოსი იტალიელებისთვის კომპანია ”აჭარა ტექტილმა” შეკერა. ჩალიშქანი-მჟავანაძის ინფორმაციით, კომპანია სამკერვალო ფაბრიკებს ამ ეტაპზე ბათუმსა და ქობულეთში ფლობს. ”გარდა იტალიის ნაკრებისა, “აჭარა ტექსტილი“ მსოფლიოს მასშტაბით სპორტული ტანისამოსით უკვე რამდენიმე წელია 33 გუნდს ამარაგებს, მათ […]

შეგახსენებთ, ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე ფეხბურთელებისთვის ფორმა „აჭარა ტექსტილს“ უკვე შეკერილი აქვს. კერძოდ, ”ევრო 2016”-ზე იტალიის ნაკრები სწორედ საქართველოში შეკერილი ფორმით გამოვიდა. იტალიის ნაკრებმა ასევე „აჭარა ტექსტილის“ მიერ შეკერილი ფორმებით ითამაშა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე ”ევრო 2012”-იც.

აღსანიშნავია ისიც, რომ “აჭარა ტექსტილი” ფორმებით მსოფლიოს მასშტაბით 35-მდე სპორტულ გუნდს ამარაგებს, მათ შორის ისეთ ცნობილ გუნდებს, როგორებიცაა: „არსენალი“, „აიაქსი“ და „ლიონი“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g