ისრაელმა, 2020 წლის მარტიდან პირველად, ვაქცინირებული ან კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული უცხოელი ტურისტებისთვის საზღვრები გახსნა.
The Times of Israel-ის ინფორმაციით, ისრაელში ტურისტები მხოლოდ იმ ქვეყნებიდან დაიშვებიან, რომლებიც დაინფიცირების მაღალი მაჩვენებლის გამო ე.წ. წითელ სიაში არ არიან შეყვანილი. ამასთან, ვიზიტორები თვითმფრინავში ჩასხდომამდე 180 დღის განმავლობაში უნდა იყვნენ აცრილები, თუმცა, ვაქცინის მეორე ან მესამე დოზის მიღებიდან 14 დღეზე ნაკლები არ უნდა იყოს გასული.
ცნობისთვის, ისრაელში ის ტურისტები დაიშვებიან, რომლებიც ვაქცინირებულები არიან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დამტკიცებული ვაქცინებით.