LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2020 წლის მონაცემებით, ოჯახში ძალადობის 9144 მსხვერპლიდან 80%-ზე მეტი ქალია

110
ქალთა მიმართ ძალადობა

2020 წლის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოჯახში ძალადობის 9144 მსხვერპლი და 8716 მოძალადე დააფიქსირა – აღნიშნულ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

 „საქსტატის“ცნობით, გასულ წელს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთაგან, 7573 ქალი იყო, 1571 კი კაცი. რაც შეეხება მოძალადეებს, მათგან 7197 კაცი იყო, 1519 კი ქალი.

ცალკეული რეგიონების მიხედვით კი, მონაცემები ასეთია: დედაქალაქში 4203 მსხვერპლი და 3958 მოძალადე იდენტიფიცირდა. გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, თბილისში, ოჯახში ძალადობის როგორც მსხვერპლ, ასევე მოძალადეთა უმრავლესობა 25-44 ასაკობრივ კატეგორიაშია.

რაც შეეხება რეგიონებს, გასულ წელს, ოჯახში ძალადობის ყველაზე მეტი მსხვერპლი (852) და მოძალადე(849) აჭარის რეგიონში იყო.

magti 5g