Ryanair-ის “ინსტაგრამ” გამოკითხვაში 2020 წლის საუკეთესო მიმართულებად თბილისი დასახელდა. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ რამდენიმე დღის წინ, ირლანდიის დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანიამ “ინსტაგრამის” სთორიში გამომწერებს გამოკითხვა შეთავაზა, რათა გაერკვია, რომელი იყო მოგზაურებისთვის 2020 წელს მოსანახულებლად ყველაზე სასურველი ადგილი.
„პატარა ქვეყანა დიდი გულით“ – Ryanair-მა ჩვენზე ვიდეორგოლი გადაიღო (ვიდეო)
ისტორია, ინტრიგა და აღელვება კავკასიაში – Ryanair თბილისის სიკარგეზე წერს
როგორც ჩანს, ქართველმა მომხმარებლებმა წარმოუდგენლად დიდი აქტიურობა გამოიჩინეს. ფინალურ გამოკითხვაში მომხმარებლების 83%-მა თბილისი აირჩია, ხოლო 17%-მა არჩევანი ბარსელონაზე გააკეთა.