ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრესტურის ფარგლებში, Ryanair-ის რეპორტიორებმა საქართველოს შესახებ ვიდეორგოლი გადაიღეს. “გემრიელი კერძები, მდიდარი კულტურა და მეგობრული ხალხი“, – ხაზგასმულია ვიდეორგოლში.
ცნობილი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია საკუთარ მგზავრებს საქართველოს ისტორიის, კულტურის, ღირსშესანიშნავი ადგილების შესახებ უამბობს და ჩვენს ქვეყანაში მოგზაურობას ურჩევს. „ეს არის პატარა ქვეყანა დიდი გულით“, – ნათქვამია საიმიჯო ვიდეორგოლში.
აღსანიშნავია, რომ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, Ryanair-ის გადამღები ჯგუფის წევრებმა თბილისი, მცხეთა, სტეფანწმინდა და კახეთი მოინახულეს.
ისტორია, ინტრიგა და აღელვება კავკასიაში - Ryanair თბილისის სიკარგეზე წერს
ავიაკომპანია ტურისტებს ურჩევს, თბილისი 2020 წლის სამოგზაურო ჩამონათვალში დაამატონ
შეგახსენებთ, „რაინეარმა“ საქართველოდან ფრენები მიმდინარე წლის 6 ნოემბრიდან დაიწყო. საწყის ეტაპზე Ryanair თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტიდან კვირაში 4 სიხშირით მილანში დაფრინავს, ხოლო ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან მარსელისა და ბოლონიის მიმართულებით კვირაში 2-2 სიხშირით ასრულებს რეისებს. საბოლოო ჯამში კი „რაინეარი“ ჩვენი ქვეყნიდან 12 ევროპულ ქალაქში ფრენას გეგმავს.