LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2021 წელს დასაქმებულთა რაოდენობამ 2019 წლის მაჩვენებელს 4%-ით გადააჭარბა – ლაშა ხუციშვილი

77
089e41c3d647e7b4e68a12f956b8334a-XL

2021 წელს დასაქმებულთა დეკლარირებულმა რაოდენობამ 2019 წლის მაჩვენებელს 4%-ით გადააჭარბა , – ამის შესახებ ლაშა ხუციშვილმა პარლამენტში განაცხადა, სადაც მას „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენდნენ.

ფინანსთა მინისტრმა პანდემიის პერიოდში ქვეყანაში არსებული ეკონომიკური ვითარება და მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები მიმოიხილა.

„პანდემიის დასაწყისიდანვე, ჩვენ მნიშვნელოვანი ძალისხმევა მივმართეთ ბიზნესის მხარდასაჭერად. ჩვენი მთავარი ამოცანა იყო, თავიდან აგვერიდებინა პანდემიის გრძელვადიან ეკონომიკურ კრიზისში გადასვლა და მაქსიმალურად შეგვენარჩუნებინა სამუშაო ადგილები. შედეგად, შემოსავლების სამსახურში დეკლარირებული ინფორმაციების მიხედვით, 2021 წელს დასაქმებულთა დეკლარირებულმა რაოდენობამ 2019 წლის მაჩვენებელს გადააჭარბა 4%-ით“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g