LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2021 წლის მონაცემებით, საქართველოში ფსიქიკური და ქცევითი აშლილობის მქონე 84 ათასზე მეტი ადამიანია რეგისტრირებული

138
Untitled design (4)

2021 წლის მონაცემებით, საქართველოში ფსიქიკური და ქცევითი აშლილობის მქონე 84 142 ადამიანია რეგისტრირებული.

აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის საპასუხოდ აცნობეს.

მონაცემების მიხედვით, ფსიქიკური და ქცევითი აშლილობის მქონე პირთა ასაკობრივი კატეგორია ასეთია:

2021 წლის მონაცემების მიხედვით, 0-დან 15 წლამდე ბავშვებში ფსიქიკური და ქცევითი აშლილობების 4 392 შემთხვევაა აღრიცხული, 71 525 შემთხვევა კი 25 წელზე მეტი ასაკის პირებში ფიქსირდება, საიდანაც 38 598 მამაკაცია, ხოლო 32 927 ქალი.

2021 წლის მონაცემების თანახმად, ფსიქიკური და ქცევითი აშლილობის კლასიფიკაცია ასეთია:

ორგანული ბუნების აშლილობანი, სიმპტომატურ აშლილობათა ჩათვლით – 11 684;

ფსიქოაქტიური ნივთიერებით განპირობებული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობანი -1 884;

შიზოფრენია, შიზოტიპური და ბოდვითი აშლილობანი-25 252, მათ შორის შიზოფრენია – 1 2961, ხანგრძლივი ბოდვითი აშლილობა – 3 083;

ნევროზული, სტრესთან დაკავშირებული და სომატოფორმული აშლილობანი – 11 731.

პოპულალურები