LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2021 წლის საუკეთესო სპორტსმენებად ლაშა ტალახაძე და ლაშა ბექაური დასახელდნენ

94
pjimage-9-1-1140x815 (2)

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ორგანიზებით, წლის საუკეთესო სპორტსმენების დაჯილდოების ცერემონიალი ჩატარდა. „2021 წლის საუკეთესო სპორტსმენის“ ნომინაციაში წელს ორი გამარჯვებული გამოვლინდა – ძალოსანი ლაშა ტალახაძე და ძიუდოისტი ლაშა ბექაური.

დანარჩენი ნომინაციები შემდეგნაირად განაწილდა:

  • „2021 წლის აღმოჩენა – ოლიმპიური იმედი ქალებში“ – მარიამ ქერდიკაშვილი, კანოე.
  • „საუკეთესო სპორტსმენი ზამთრის სახეობებში“ – მოციგურავე მორის ყვითელაშვილი.
  • „2021 წლის აღმოჩენა – ოლიმპიური იმედი ვაჟებში“- მოჭიდავე ლერი აბულაძე.
  • „2021 წლის საუკეთესო ქალი სპორტსმენი“ – ძიუდოისტი ეთერ ლიპარტელიანი.
  • „ქალთა სპორტში დასაქმებული საუკეთესო მწვრთნელი“ – ლალი დოლიძე, მხატვრული ტანვარჯიში.
  • „საუკეთესი ახალგაზრდა სპორტსმენი სპორტის სათამაშო სახეობებში“ – წყალბურთელი გიორგი მაგრაქველიძე.
  • „ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიური თამაშების პროფესიონალური გაშუქებისთვის“ – ჟურნალისტი ლაშა გოდუაძე.
  • „2021 წლის საუკეთესო საუკეთესო მწვრთნელი“ – ძიუდოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ლაშა გუჯეჯიანი.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g