LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2022 წელს ქართულ ბანკებში ანგარიში რუსეთის 109 949-მა მოქალაქემ გახსნა

135
pasport

2022 წელს ქართულ კომერციულ ბანკებში რუსეთის ფედერაციის რეზიდენტმა 109 949-მა ფიზიკურმა პირმა, ხოლო 6-მა იურიდიულმა პირმა გახსნა ანგარიში. მონაცემები პარლამენტის დეპუტატის პაატა მანჯგალაძის მიერ ეროვნული ბანკისგან გამოთხოვილ წერილშია აღნიშნული.

როგორც ბანკის მიერ პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრთან გაგზავნილ წერილშია აღნიშნული, შესაძლოა, კონკრეტულ პირს გახსნილი ჰქონდეს ერთზე მეტი ანგარიში სხვადასხვა ბანკში და ცხრილში ასახული პირთა ჯამური რაოდენობა მოიცავდეს დუბლირებულ მონაცემებსაც.

2022 წელს საქართველოს ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტორი რუსეთიდან ეწვია - ინფორმაცია სქესისა და ასაკის მიხედვით

2022 წელს ყველაზე მეტი ვიზიტი განხორციელდა დასვენების, გართობისა და რეკრეაციის მიზნით.

“გიგზავნით რუსეთის ფედერაციის რეზიდენტი პირების (ფიზიკური და იურიდიული) რაოდენობას, ვინც საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებში გახსნა ანგარიში. გასათვალისწინებელია, რომ შესაძლოა, კონკრეტულ პირს გახსნილი ჰქონდეს ერთზე მეტი ანგარიში სხვადასხვა ბანკში და ცხრილში ასახული პირთა ჯამური რაოდენობა მოიცავდეს დუბლირებულ მონაცემებს.

გაცნობებთ, რომ მონაცემებს გაწვდით კონსოლიდირებული სახით, ბანკების მიხედვით დეტალიზაციის გარეშე, გამომდინარე კონფიდენციალობის პრინციპიდან. ინფორმაცია მოიცავს 2022 წლის 24 თებერვლიდან 31 დეკემბრამდე პერიოდის მონაცემებს. 2023 წლის განვლილი პერიოდის მონაცემები ჯერ არ არის ხელმისაწვდომი”, – აღნიშნულია ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კონა გვენეტაძის მიერ პაატა მანჯგალაძისთვის გაგზავნილ წერილში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g