კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” დეკემბრის თვეში თბილისელებისთვის დაგზავნილ წყლის გადასახადის ორ ქვითარზე მორიგ განმარტებას ავრცელებს.
კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2022 წლიდან ქვითრები თბილისის მოსახლეობას სტანდარტულად თვეში ერთხელ, ყოველი მომდევნო თვის დასაწყისში მიუვა:
“ჯივიპის სულადობრივი აბონენტების საყურადღებოდ!
დარიცხვის ერთიან სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, ჯივიპის სულადობრივი აბონენტების ერთმა ნაწილმა, რომელსაც არ ჰქონდა დაფარული ნოემბრის თვის დავალიანება 2021 წლის დეკემბრის ბოლოს მიიღო ერთი ქვითარი, სადაც ასახულია ნოემბრის და დეკემბრის თვის დარიცხვა.
აღნიშნული ცვლილებიდან გამომდინარე სულადობრივი აბონენტების მეორე ნაწილმა დეკემბრის თვეში მიიღო ორი ქვითარი. პირველ ქვითარში მათ დაერიცხათ ნოემბრის, ხოლო მეორე ქვითარში – დეკემბრის თვის გადასახადი.
sms-ით მიღებულ ელექტრონულ ქვითარში მითითებულია დავალიანების პერიოდი და დარიცხვის თარიღი.
2022 წლიდან ქვითრები თბილისის მოსახლეობას სტანდარტულად თვეში ერთხელ, ყოველი მომდევნო თვის დასაწყისში მიუვა”, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
რატომ მიიღეს თბილისელებმა წყლის გადასახადის ორი ქვითარი – GWP განმარტავს