თითქმის სამწლიანი პაუზის შემდეგ ფესტივალებისა და მუსიკის მოყვარულებისთვის კვლავ დაუვიწყარი ზაფხული დგება. „ბონ ვოიაჟი“ წარმოგიდგენთ 2022 წლის ზაფხულის 10 გამორჩეულ ფესტივალს,რომელზე დასწრებაც ცხოვრების გამორჩეული დღეების შექმნაში დაგეხმარებათ.
Tomorrowland
Tomorrowland-მარტივად რომ ვთქვათ, ყველაზე დიდი ელექტრონული მუსიკის შოუა დედამიწაზე. საუკეთესო ჰედლაინერები ქმნიან შეუდარებელ წარმოდგენას, რომელიც აგრძელებს სამყაროს გაოცებას.
ლოკაცია: ბელგია 2022 წლის 22-24 ივლისი და 29-31 ივლისი;
Glastonbury
Glastonbury არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მუსიკალური და საშემსრულებლო ხელოვნების ფესტივალი. აერთიანებს ყველა ჟანრს როკიდან და პოპიდან დაწყებული ჰაუსამდე. აქ მუსიკის მოყვარულები დაუვიწყარი შთაბეჭდილებებისთვის მთელი მსოფლიოდან მოედინებიან.
ლოკაცია:პილტონი; 2022 წლის 22-26 ივნისი;
Mad Cool Festival
ფესტივალის შემადგენლობა (2022): Metallica, The Killers, Muse, Kings of Leon, twenty one pilots, Imagine Dragons, Faith No More, Pixies, Placebo
სულ რაღაც რამდენიმე წელიწადში ეს ფესტივალი ევროპის ერთ-ერთი გამორჩეული გახდა. ესპანეთში გამართული ეს ღონისძიება საუკეთესო მუსიკალურ მოვლენებში საპატიო ადგილს იკავებს.
ლოკაცია: მადრიდი, ესპანეთი;2022 წლის 6-9 ივლისი;
Afro Nation Portugal
ვარსკვლავებით სავსე შემადგენლობა, საცეკვაო დარბაზი, პრაია და როშას ცხელი სანაპირო-ეს ყველაფერი საოცარი უქმეების გატარების საწინდარია.პორტუგალია წელსაც დაუვიწყარ მუსიკალურ ფესტივალს სთავაზობს მსმენელს.
ლოკაცია: პორტიმაო, პორტუგალია;2022 წლის 1-3 ივლისი;
Rolling Loud Portugal
კიდევ ერთი ფესტივალი პორტუგალიაში,ამჯერად ჰიპ-ჰოპისა და რეპის მოყვარულთათვის. თამამად შეიძლება ითქვას ამერიკის რეპ- ფესტივალის გაგრძელება ევროპაში განსაკუთრებული მუსიკალური მოვლენაა.
როდის და სად: პორტიმაო, პორტუგალია;2022 წლის 6-8 ივლისი;
Isle of Wight Festival
ფესტივალი ცნობილია ლეგენდარული ჰედლაინერებით : Fleetwood Mac, The Stone Roses, Bruce Springsteen და მრავალი სხვა, რომლებიც პატივს სცემენ საკუთარ წარმოუდგენელ მუსიკალურ ისტორიას. 50 წლიანი გამოცდილება და უამრავი თაყვანისმცემელი ამ ზაფხულშიც მსოფლიოს დიდ ყურადღებას მიიპყრობს.
ლოკაცია:დიდი ბრიტანეთი; 2022 წლის 16-19 ივნისი;
EXIT Festival
სერბეთის ცნობილი ფესტივალი პაუზის შემდეგ წელსაც დაუვიწყარ შოუს გპირდებათ. ჰიპ-ჰოპი, ინდი და მძიმე მეტალიც კი,ამ მუსიკალურ დღესასწაულზე მართლაც გამორჩეული დღეები გელით. ისტორიული პეტროვარადინის ციხე ივლისში ფესტივალის კერად გადაიქცევა.
ლოკაცია: ნოვი სადი, სერბეთი;2022 წლის 7-10 ივლისი;
Parklife
გაერთიანებული სამეფოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ცნობილი შაბათ-კვირის მუსიკალური ფესტივალი, რომელიც ეფუძნება მრავალფეროვანი და უახლესი მუსიკის პროგრამას მანჩესტერის ჰიტონ პარკში.სამეფოს ყველაზე ცნობილი კლუბები საცეკვაო მუსიკის დაუვიწყარი პროგრამით გელით.
ლოკაცია:მანჩესტერი, დიდი ბრიტანეთი
Super Bock Super Rock
ფესტივალის შემადგენლობა (2022): A$AP Rocky, Brockhampton, Foals, Hot Chip, GoldLink, Boy Pablo.
ლისაბონის სამეფო ფესტივალი ყოველწლიურად ამაყობს შთამბეჭდავი ჰედლაინერებით, თუმცა მისი მსოფლიო ცნობადობა ოდნავ დაბალია, ვიდრე ამას იმსახურებს. ფესტივალი ასევე საბაბია ევროპის ერთ-ერთი ყველაზე თვალწარმტაცი ქალაქის სანახავად.
ლოკაცია: ლისაბონი, პორტუგალია;2022 წლის 14-16 ივლისი;
Lost & Found Festival
ფესტივალი, რომელიც გაჯერებულია ჰაუს, ტექნო და ლაუნჯ მუსიკით ღია ცის ქვეშ მალტაში იმართება. მზე,პლაჟი და წვეულებები ციხესიმაგრეში წარმოუდგენელია თქვენი შეუდარებელი დღეების სიაში არ აღმოჩნდეს.
ლოკაცია: წმინდა პავლეს ყურე, მალტა;2022 წლის 1-4 ივნისი;